ფრთხილად!!! საშიში საჩუქრები
რომელი საჩუქრები არ უნდა მიიღოთ
არის ისეთი საჩუქრები, რომლის ჩუქებითაც შეიძლება უბედურება შემოვიტანთ სახლში. რა შეიძლება გავაკეთოთ ასეთი საჩუქრის მიღებისას და რითი დავიცვათ თავი? ახალ წლამდე ბევრი დრო არ დარჩენილა. ასე რომ ფრთხილად!!
მაკრატელი. ამოკლებს ცხოვრებას, ურთიერთობას გაგიწყვეტენ ყველა გარშემომოყოფთან. არ აიღოთ საჩუქარი. არ მოგერიდოთ უარის თქმა . და თუ მაინც დაგიტოვათ სტუმარმა საჩუქარი, გააკეთეთ დასკვნა, თუ რა ადამიანია ის და სახლის გაწმენდას შეუდექით. საჩუქარი კი სასწრაფოდ გადააგდეთ.
დანა. დანაშაულისკენ გვიბიძგებს. უნდა გამოისყიდოთ.( მისცეთ სამაგიერო ფული, თუნდაც სიმბოლურად)
საფულე. აუცილებელია მჩუქებელმა შიგნით ჩადოს მონეტა. თქვენც უნდა დაუბრუნოთ მას მონეტა.
ხელთათმანი. როდესაც ადამიანი ხელთათმანს იცვამს ხელზე, თითებს ითბობს, მაგრამ რაში სჭირდება ადამიანს სხვისი სითბოთი გათბობაა? თუ მიიღებთ საჩუქრად მორთმეულ ხელთათმანს იმ ადამიანის გავლენის ქვეშ აღმოჩნდებით. ძველად ხელთათმანის მეშვეობით შეიძლებოდა ადამიანზე ზემოქმედება , მართვა. ჩუქნიდნენ ხელთათმანს და აიძულებდნენ დამორჩილებოდა. თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეიძლება შეირყეს კიდეც.
რჩევა : გამოისყიდეთ, მიეცით მჩუქებელს მონეტა. შემდეგ კი აჯობებს, რომ ერთი კვირის მანძილზე თქვენც ხელთათმანი აჩუქოთ მას. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შეიარეთ სტუმრად მასთან და ერთი კვირით,, შემთხვევით“ დატოვეთ იქ თქვენი ხელთათმანი. ყველანაირ ენერგიას, მაგიას დაკარგავთ ხელთათმანი და ეს ენერგია გავრცელდება მჩუქებლის სახლში.
ქამარი. თუ ხელთათმანით ზემოქმედება ხდება თქვენზე, ქამრით თქვენი შებოჭვა ხდება. თქვენ შებოჭილი ხართ ვერაფერს ვერ აღწევთ, ვერ აკეთებთ, გინდათ, თუმცა არ გყოფნით ენერგია, რაღაც გაკლიათ. ქამარმა თქვენ შეგბოჭათ , ახალი პერსპექტივები , ახალი ჰორიზონტები ახალი დადებითი და ცვლილებები დაგიხურათ. თქვენ მოგენიჭათ მცირე სივრცე ასპარეზისთვის, არსებობისათვის. რა ვქნათ? გამოისყიდეთ! მერე კი ჩაატარეთ რიტუალი. დაწვით სამი ეკლესიის სანთელი, დაიდეთ წინ ქამარი და წაიკითხეთ თორმეტჯერ ,,მამაო ჩვენო“ ჩააქრეთ სანთლები ერთი კვირის შემდეგ შეგძლიათ გაიკეთოთ ქამარი.
ჯვარი, რომელიც სხვას ეკუთვნოდა. თუ არა ხართ დარწმუნებული იმ ადამიანის კეთილ ზრახვებში, რომელიც გჩუქნით ჯვარს, მაშინ არ აიღოთ საჩუქარი. დაფიქრდით იმ ადამიანის ბედზე, თუ ის ბედნიერია, შემოსავლიანია, შესააძლებელია, რომ ამასვე გისურვებდეთ, მაგრამ თუკი მას თან სდევს ავადმყოფობები, წარუმატებლობა, პრობლემები, მაშინ ჩათვალეთ, რომ მჩუქებლის ბედ-იღბალი თქვენ აიღეთ საკუთარ თავზე. ამ შემთხვევაში გამოსყიდვა არაფერს უშველის. მიეცით ჯვარი ეკლესიას. ლომბარდში ჩააბარეთ. ფული კი დაურიგეთ ღარიბებს. მჩუქებელს შეგიძლიათ უყიდოთ საჩუქარი. იმ ჯვრის დატოვება , რომელიც სხვას ეკეთა არ შეიძლება.
სუვენირები . ბევრი ჩვენი მეგობარი მიემგზავრება საზღვარგარეთ და იქიდან ჩვენთვის საჩუქრები ჩამოაქვთ. ოდესმე გაგჩენიათ სურვილი ამ საჩუქრების წარმომავლობა გაგერკვიათ? თუ პირამიდაა, ის ძალიან კარგი სიბოლოაა. თუ რომელიმე ღვთაებაა, მაშინ შეისწავლეთ ის რას წარმოადგენს, რისი მფარველია, შემდეგ კი ჩაატარეთ რიტუალი, მოხსენით მას ნეგატივი და დამუხტეთ დადებითად. ნებისმიერი სუვენირი, გაახვიეთ თეთრ ატლასში და დადეთ ბნელ ადგილას, უკეთესია კარადაზე. გააჩერეთ 7 დღე. შემდეგ ერთი კვირის მანძილზე ჯერ ,,ოქროს“ წყლით და შემდეგ ,,ვერცხლის“ ვწმინდავთ რიგრიგობით. ყველაზე საშიშ საჩუქრებად ითვლება აფრიკული ნიღბები და ღვთაებები, რიტუალური ნივთები. გახსოვდეთ, ცოდნა, ჩვენი იარაღია
საათები. შეუძლიათ გააჩერონ თქვენი ბედნიერი, უდარდელი ცხოვრების ათვლა. გამოისყიდეთ მაშინვე.
ცხვირსახოცი. არც აჩუქოთ და არც მიიღოთ ასეთი საჩუქარი. ვანგა გვაფრთხილებდა, თუ ცხვირსახოცს აიღებთ , მალე ცრემლების მოსაწმენდად დაგჭირდებათ. ძველად ცხვირსახოცებს მხოლოდ უბედურების ჟამს არიგებდნენ, მაგალითად, დასაფლავების დროს. ჩუქნიდნენ მძიმე ავადმყოფებს, როდესაც სიყვარული ქრებოდა და დაქორწინება შეუძლებელი იყო. ცხვირსახოცი ასოცირდება ავადმყოფობებთან და უსიამოვნებებთან, მისი საჩუქრად მიღებით ავტომატურად იღებთ ამ ადამიანის უბედურებებს. აჯობებს თუ პირდაპირ გამოისყიდით. შემდეგ კარგად გარეცხეთ, დააუთავეთ ნაკეცების გარეშე, დადეთ ხატებთან და წაიკითხეთ ,,მამაო ჩვენო“ გაიხსენეთ ცხვირსახოცის მჩუქებელი ადამიანი და უსურვეთ მას მთელი გულით ჯანმრთელობა, ბედნიერება წარმატება, და რომ თქვენმა ჩატარებულმა რიტუალმა მას ზიანი არ მიაყენოს.
სარკე .მიაქვს სილამაზე და ახალგაზრდობა, სიცოცხლის სიყვარული, ყველაზე მეტად საშიშია ძველებური, ანტიკვარული სარკეები. რიტუალებიც კი არ შველის ხშირად. აჯობებს თუ არ აიღებთ საჩუქრად და გადააგდებთ პირდაპირ.
ძველებური მონეტები . მიუხედავად იმისა, რომ ფულს შეუძლია ყველა ჩვენს ოცნებას და ფანტაზიას შეასხას ფრთა, მის გამო ბევრი უთანხმოება და დანაშაულიც ჩადენილა. მონეტები მათი პატრონის თვისებებს ინახავენ , მაგალითად სიძუნწეს, ბოროტებას, სიძულვილს და ა. შ. ჩავატაროთ რიტუალი ასეთი დაწყევლილი მონეტების გასათავისუფლებლად გასაწმანდად. მონეტებს ვახვევთ თეთრ აბრეშუმში, რამდენიმე დღე დავტოვოთ რაფაზე. სამი დღე ხატებთან ვდებთ, და ყოველ დილით ვწვავთ სამ - სამ ეკლესიის სანთელს. დავმალოთ მონეტები მეტალის ყუთში. ამოღება შეგიძლიათ ერთხელ ან ორჯერ კვირაში.მონეტები შეგიძლიათ ,, ოქროს“ წყლით გაწმინდოთ.
მალაჰიტი ატარებს გამანადგურებელ ენერგიებს. ჩაატარეთ რიტუალი. შეახვიეთ სამკალული ან ქვა, იასამნისფერ აბრეშუმში, ნაჭრის სიახლოვეს დაწვით დიდი , სქელი ეკლესიის სანთელი, აცადეთ ბოლომდე ჩაიწვას. შემდეგ აანთეთ სამი წვრილი ეკლესიის სანთელი. და მიმართეთ პირველ რიგში იმ მთას, საიდანაც ეს ქვა მოიპოვეს, სთხოვეთ მას დალოცვა და შეწყალება. შემდეგ მიმართეთ ქვას და სთხოვეთ, რომ არ გავნოთ, რადგან თქვენ გაქვთ მთის დალოცვა. თუ არ დაგიჯერებთ, მაშინ მთა მას ნაწილებად დაშლის და განაპნევს მტვრად ქარში. როგორც კი მოიპოვებთ ქვის კეთილგანწყობას და შეუტანხმდებით მას , კარგად გაწმინდეთ, ოქროს წყლით. 6 საათზე მეტი მალაქიტის ქვის ტარება არ შეიძლება.
ავტორი თიკა ქოქაშვილი
ფენ შუის და ასტრო კონსულტაციებზე დაგვიკავშირდით
https://www.facebook.com/groups/404093549782105/
(0)