თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


ჯანმრთელობა და სხეული


სხეულის ფენ-შუი.

რას ამბობს თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ცხოვრებაზე?
ადამიანი ოდითგანვე ცდილობდა შეესწავლა გარემო და თავისი თავი. ფენ - შუი გვეხმარება იმის გაგებაში თუ რაზე მიგვანიშნებს გარემო და რას ამბობს ის ბიზნესში წარმატების მიღწევაზე, ოჯახზე, ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებზე.
ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ფენ-შუი კავშირს ამყარებს ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებსა და ჩვენს სხეულს შორის. ჩვენი სხეულის ნაწილებს თუ დავაკვირდებით, ისინი მიგვანიშნებენ რა გვაქვს ცხოვრებაში შესაცვლელი, რათა თავი ბედნიერად ვიგრძნოთ.
არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს წინაღმდეგობების გადასალახად უზარმაზარი გამბედაობა და შეუპოვრობა გამოუვლენიათ. სულ მალე კი ავად გამხდარან. ავადმყოფობა ზოგ შემთხვევაში სულაც არაა იმის მიმანიშნებელი, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ხშირად ავად გახდომისა და ენერგიის გაცემის შედეგად ხდება ფინანსების შემოდინება. ჩვენი სხეული გვიბიძგებს და გვეხმარება მობილიზაცია გავუკეთოთ ჩვენს ენერგიებს, სანამ რაიმე დიდ საქმეს შევეჭიდებით. წინასწარ გავცეთ ენერგიის ნაწილი, რათა უკან მივიღოთ შემოსავლის ან წარმატების სახით.
ყურადღება მიაქციეთ, როდესაც რამე ემართება თქვენს სხეულს. ძირითადად ეს მაშინ ხდება, როცა რაიმე დიდის და მნიშვნელოვანი გველის ხცოვრებაში. მაგალითად სანამ დაწერთ ნოველას, საცხოვრებელის შეცვლის, ან თუნდაც ქორწილის წინ, მოკლეთ რაიმე სიახლის დროს. არის სხვა მინიშნებებიც, რომლებსაც ჩვენი სხეული ყოველთვის გვაძლევს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ფენ - შუის მინიშნება, რითაც შეგიძლიათ გაიადვილოთ ცხოვრება.
ჩრდილოეთი/ ბიზნესი და კარიერა. სხეულის ნაწილებიდან ბიზნესი ყურებთანაა დაკავშირებული. როგორ ვიგებთ რომ ბიზნესსა თუ კარიერაში ახალი შესაძლებლობები გამოგვიჩნდა? რა თქმა უნდა გვესმით ყურებით. თუ კი სხეულის ამ ნაწილმა შეგაწუხათ, დაფიქრდით, ყველა შემოთავაზებას სათანადო ყურადღებას აქცევთ და მოქმედებთ, თუ მხოლოდ ელოდებით როდის მოვა ყველაფერი მზამზარეული.
ყურები ასევე ფულის სექტორიცაა. ხაზს გავუსვამ, ფულის, და არა ბარაქის. ბარაქა სულ სხვა რამაა. ესაა ფულის დაგროვება, მოგროვება, ობლიგაციები. ჩრდილოეთის სექტორი პასუხს აგებს იმ ფულზე, რომელიც ასე ვთქვათ კარებიდან შემოდის ყოველწლიურად, ყოვედღიურად. ეს არის ფულის შოვნის შესაძლებლობები. ყოველთვის გქონდეთ ყურები, სუფთად, მორთული, ეცადეთ არ დაიზიანოთ. თმა ყოველთვის ყურს უკან გქონდეთ გადაწეული და რაც მთავარია არ გამოგრჩეთ არანაირი ახალი შესაძლებლობა.


სამხრეთი/ აღიარება და წარმატება ბიზნესში. სხეულის ნაწილებიდან ამ ყველაფერს განაგებს თვალები და გული. იქნებ ვერ ხედავთ თქვენს შესაძლებლობებს და უბრალოდ ბრმა ხართ?! ან იქნებ კარიერაში თქვენს გულისთქმას არ მიჰყვებით? აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, საქმეზე, ბიზნესზე და ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება. თუ თვალებმა შეგაწუხათ, დაფიქრდით, იქნებ არ აცნობიერებთ იმას რასაც ხედავთ და პრობლემებს ემალებით. იქნებ სწორად არ უყურებთ საკუთარ თავს და არ აფასებთ რეალურად. სხვისი თვალით შეხედეთ საკუთარ თავს და კარგად დაფიქრდით, რა უნდა მოიმოქმედოთ იმისათვის, რომ უფრო წარმატებულად აღიქვათ საკუთარი თავი.
აღმოსავლეთი/ ოჯახი, ჯანმრთელობა, ბარაქა. სხეულის ნაწილებიდან შეესაბამება ფილტვები და ფეხები. როდესაც თქვენ სვლას ანელებთ ან ნელა სუნთქავთ თქვენი ცხოვრებაც ნელდება. შეგრძნება გიჩნდებათ თითქოს ცხოვრებაც გაჩერდა. შესაბამისად იკლებს თქვენი შემოსავალიც. შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა, ასთმა, სასუნთქი გზის დაავადებები, მოტეხილობები, სოკო და სხვა.
დაელაპარაკეთ თქვენს ორთოპედს, ეცადეთ მოაგვაროთ ყველანაირი ჯანმრთელობის პრობლემა. იარეთ წინ ცხოვრების გზაზე ახალი მწვერვალების დასაპყრობად. თქვენს დიეტასაც გადახედეთ. თუ გაქვთ შეშუპებები შეამცირეთ ნახშირწყლების მიღება. ეს შეიძლება ინ ენერგიის ბრალიც იყოს, რადგან ის ქმნის წყალს და წყალს კი შეუძლია შეგანელოთ. ხეებს უამრავი წყლის შეწოვის უნარი აქვთ, ადამიანებიც ასე არიან.
დააკვირდით, როგორი ფეხსაცმელი გაცვიათ. შეიძლება ძალიან მოდურია, მაგრამ გიჭერთ და არაკომფორტულია. ასეთ დროს ის აუცილებლად წაიღებს თქვენგან ჯანმრთელობას და ბარაქას. შეეცადეთ იპოვნოთ ბალანსი, მოდურობასა და კომფორტს შორის.


სამხრეთ/ აღმოსავლეთი. ბარაქა, მატერიალური კეთილდღეობა. შეესაბამება თეძოები და ბარძაყები. მთელს სხეულზე ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. მასზეა დამოკიდებული თქვენთან ფულისა და ფინანსური კეთილდღეობის შემოდინება. თუ თქვენი თეძოები ან ბარძაყები დაზიანდა რომელიმე დაავადებისაგან, თუნდაც ბურსიტისაგან, ფული შეიძლება დვილად გავიდეს თქვენგან. თავი შეიძლება იჩინოს ნაღვლის ბუშტის პრობლემამაც.
თუ ვერ ახერხებთ ფულის დაგროვებას, ან დაგროვილი ფული არასდროს არ არის საკმარისი. აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს და მოიშორეთ ყველანაირი დაავადება თუ კი რაიმე გაწუხებთ. ამის შემდეგ უფრო თავისუფლად იგრძნობთ თავს და ფინანსური შემოსავალიც ბევრად მოიმატებს.


სამხრეთ/ დასავლეთი. რომანტიკა, სიყვარული, ოჯახი. სხეულის ნაწილებიდან შეესაბამება მუცლის კუნთები და კუჭი. თუ სხეულის ეს ნაწილები გაწუხებთ, შესაძლებელია თავს საკმარისად დაფასებულად არ გრძნობთ. კუჭის პრობლემები ხანდახან თავს იმით იჩენს, რომ ადამიანს ეწყება ცხვირიდან სისხლდენა. იპოვნეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ეყვარებით და მათთვის ძვირფასი იქნებით. იმ ხალხისაგან კი რომლებთანაც თავს ცუდად გრძნობთ და ენერგიას გაცლიან თავი შორს დაიჭირეთ.


დასავლეთი/ კრეატივი, ბავშვები, პროექტები. ეს არე დაკავშირებულია პირთან. თუ კბილი გტკივათ ან გაქვთ პირთან დაკავშირებული პრობლემები ეს იმის ბრალია, რომ თვითგამოხატვის პრობლემა გქვთ. კბილი დაკავშირებულია თქვენს სურვილებთან, ოცნებებთან, თქვენს ინდივიდუალურ გამოხატულებასთან. თუ კბილის ტკივილი დაგეწყოთ ჰკითხეთ თქვენს თავს, რამდენად კარგად და რამდენად სრულად გამოხატავთ თავს. შესაძლებელია ტკივილი იმის მიზეზი იყოს, რომ თქვენ არ იყენებთ თქვენს პოტენციალს ბოლომდე.


ჩრდილო/დასავლეთი- ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან. მფარველები, მოგზაურობა.
ეს ნაწილი დაკავშირებულია თავთან. როდესაც გაწუხებთ ქრონიკული თავის ტკივილები, სინუსიტები, ეგზემა, ქერტლი და საერთოდ ნებისმიერი თავთან დაკავშირებული ავადმყოფობა. შესაძლებელია ძალიან ბევრ უაზრო ფიქრი გაქვთ თავში და არ უშვებთ მათ. ვერ გამოხატავთ თავს კარგად და ვერ ახდენთ თქვენი თავის რეალიზებას. შესაძლებელია გეჩვენებათ რომ ყველაფერს მარტო აკეთებთ. იპოვეთ თქვენი მფარველი. შეეცადეთ აღმოაჩინოთ ისეთი ადამიანები, ვისთან ერთადაც იმოქმედებთ. იპოვნეთ გავლენიანი ხალხი და სთხოვეთ მათ დახმარება. გამოიყენეთ ყველა შანსი, სთხოვეთ დაახმარება წარმატებულ ხალხს და იდეებიც აასრულეთ რომელიც მოგდით. ეცადეთ იპოვნოთ ისეთი ადგილი, მთაში ან ზღვაზე, სადაც დასვენებას შეძლებთ, აზრების მოკრებას. გაათავისუფლეთ თქვენი გონება დაძაბულობისაგან და მოდუნდით.


სამხრეთ დასავლეთი/ სწავლა, სიბრძნე, სწორი გადაწყვეტილებები.
შეესაბამება სხეულის ნაწილებიდან ხელებს. თუ პრობლემები გაქვთ ხელებთან დაკავშირებით, შესაძლებელია იღებდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ხელებით ადამიანი უამრამ რამეს აკეთებს. ხელებით ვმოქმედებთ. თუ ხელებს ხშირად იზიანებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორად არ ფიქრობთ და არ იღებთ საჭირო გადაწყვეტილებებს.
თუ გინდათ თქვენს გონებას დაეხმაროთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, მიაქციეთ ყურადღება იმას რას აკეთებენ თქვენი ხელები. დაუთმეთ მათ სათანადო დრო და ყურადღება. აბა დაფიქრდით, ბოლოს მანიკური როდის გაიკეთეთ? უფრო მეტი ყურადღების დათმობა თქვენი ხელებისათვის იმის გარანტი იქნება, რომ ყოველთვის საღი აზრი გექნებათ და სწორი გადაწყვეტილებები.

წარმატებულ ცხობრებას და ჯანმრთელობას გისურვებთ

ავტორი თიკა ქოქაშვილი



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი