თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


სახლი და ჯანმრთელობა


სახლი და ჯანმრთელობა



არის თუ არა თქვენი სახლი ჯანმრთელი?

8 შეკითხვა რომლებზეც პასუხიც ნათელს გახდის არის თუ არა თქვენი სახლი ჯანმრთელი. ყველასათვის ცნობილია, რომ ბარაქისა და ჯანმრთელობის სექტორები ბაგუაში გვერდი გვერდაა. ამიტომაც თუ არ ხართ ჯანმრთელი სრულად ბედნიერი ვერ იქნებით. ჯანმრთელობა არ გულისხმობს იმას რომ არ გაწუხებთ რაიმე ავადმყოფობა. ეს ასევე სიცოცხლისუნარიანობაა, ენერგიაა რომელიც ქმნის ნამდვილ ჯანმრთელობას. ჯანმრთელობაში, სწორი ფიქრები, გონების სისუფთავეც იგულისხმება. ყველას კარგად მოგვეხსენება რაოდენ მნიშვნელოვანია წონის შენარჩუნება, საკმარისი დრო გვქონდეს დასვენებისათვის, ჯანსაღი საკვები. ასევე აუცილებელია გვქონდეს საკმარისი დრო გართობისა და დასვენებისათვის. თუ ყველაფერ ჩამოთვლილს წარმატებით ვასრულებთ და შედეგი კი მაინც არ გვაქვს, რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ რათა ჯანმრთელობა გავიუმჯობესოთ? ცხადია, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფენ - შუი. იქნებ სახლში მოხუცი გყავთ ან ავადმყოფი, რომელსაც მიხედვა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება ესაჭიროება . ფენ - შუი ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგებათ. გადახედეთ, ქვემოთ ჩამოთვლილ 8 შეკითხვას და მიხვდებით რამდენად დადებით სახლში ცხოვრობთ.


  • იტანჯებით უენერგიობისა და უსიცოცხლოობისაგან ?
    სახლის დასუფთავება და ხშირი ავაჯის გადაადგილება ერთ - ერთი გამოსავალია. გადაადგილეთ ავეჯი, დაასუფთავეთ ტანსაცმელის კარადა და ავტოსადგომი. აუცილებლად გადადით სამზარეულოზეც და დაასუფთავეთ ის. მაცივარიც და თაროებიც ნუ დაგავიწყდებათ გაზის ქურაც კარგათ გაწმინდეთ.
     ბოლოს საწოლზეც გადადადით და მის ქვეშ კარგად გამოასუფთავეთ. აქ ყოველთვის ძალიან ბევრი ნაგავი იკრებს თავს. მხოლოდ ამ რამდენიმე მარტივი რჩევის გათვალისწინებით შეგიძლიათ სახლში და ასევე თქვენს სხეულში ახალი, დადებითი ენერგიების ცირკულაციას მისცეთ საფუძველი.
    2. რა გხვდებათ ხშირად თვალში სახლში ?
    რას ხედავთ პირველს, როდესაც სახლში შედიხართ? თუ სამზარეულოს, მაშინ აუცილებლად გექნებათ წონასთან დაკავშირებული პრობლემები, თუ საკუჭნაოს, მაშინ ენერგიის სიმცირე გექნებათ. ოთახი რომელსაც პირველად ხედავთ ზემოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. რას ხედავთ, როდესაც წევხართ თქვენს საძინებელში? თუ ეს აბაზანა, ხელსაბანი ან რაიმე მსგავსია, წყალთან დაკავშირებული, მაშინ ბარაქასთან და ჯანმრთელობასთან აუცილებლად პრობლემები გექნებათ.
    3 ამდენად დადაბალანსებული განათება გაქვთ შერჩეული?!
    ბნელ სახლში ბევრი ინ ენერგიაა. აუცილებლად გექნებაათ ალერგიები, სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემები, გაციებები. შესაძლებელია დეპრესიებიც გაწუხებდეთ. სახლი თუ ძალიან ნათელია, მაშინ იქ იან ენერგიის სიჭარბეა. ამ შემთხვევაში გექნებათ ნერვოზულობა, სიბრაზე და ვერ მოახერხებთ განტვირთვას. იზრუნეთ , რომ სახლში განათება დააბალანსოთ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ფერებზეც. ოთახში თუ ბევრი ლურჯია, ეს ინ ენერგიაა. თუ ბევრი სალათისფერი ან წითელი, იან ენერგია ყოფილა ჭარბად.
    4. იცით თუ არა თქვენი პერსონალური ,,თიენ ი“ ან ჯანმრთელობის სექტორი?
    პერსონალური კუას გამოთვლის შემდეგ გადაამოწმეთ, რამდენად გიდევთ თავი ,, თიენ ი“ მიმართულებით, ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ რაიმე დაავადება გქონდათ. თუ თქვენ ან თქვენი საყვარელი ადამიანი ავადმყოფობს, აჯობებს თუ ჯანმრთელობის მხარეს დაიძინებთ ( აღმოსავლეთით) საწოლიც ისე დადგით, რომ თავი გედოთ ,, თიენ ი“ მიმართულებით.
    კუა ჯანმრთელობის მიმართულება
    1 აღმოსავლეთი
    2 დასავლეთი
    3 ჩრდილოეთი
    4 სამხრეთი
    5 დასავლეთი კაცისთვის, სამხ-დასავლეთი ქალისათვის
    6 ჩრდილო - აღმოსავლეთი
    7 სამხრეთ - დასავლეთი
    8 ჩრდილო - დასავლეთი
    9 სამხრეთ - აღმოსავლეთი
    5. რა ხდება თქვენი ჯანმრთელობის სექტორში?
    ჯანმრთელობის სექტორი მოთავსებულია სახლის აღმოსავლეთ მხარეს. ხომ არ არის ამ მხარეს სათავსო სხვა და სხვა წვრილმანებისათვის? ან თუნდაც აბაზანა? თუ არის მაშინ იქაურობა იდეალურად დასუფთავებული უნდა გქონდეთ. თუ სააბაზანოა შესაძლებელია რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ. მაგალითად დადეთ იქ ქვა, ან მოათავსეთ დიდი სარკე, აბაზანის თავზე, რომ აიცილოთ ბევრი ენერგიის გადინება. ასევე შესაძლებელია წითელი შუქის დამონტაჟება, ან ნებისმიერი სხვა ნათელი და მკვეთრი სინათლე. შეგიძლიათ დაკიდოთ ქარის მუსიკაც, რომელიც 5 მილაკისაგან შედგება. ეს ყველა აბაზანისათვის იდეალურია.
    6. რა ხდება ეზოში?
    შეიძლება სახლი იდეალურ მდგომარეობაში გქონდეთ, მაგრამ პრობლემას თქვენი ეზო ქმნიდეს. ამ შემთხვევაშიც ეზოს აღმოსავლეთი მხარე უნდა შევამოწმოთ. კარგი იქნება თუ აღმოსავლეთ სექტორში დარგავთ მცენარეს, რომელიც დიდ ხანს ცოცხლობს. ჩინელების აზრით ეს მცენარეები ჯანმრთელობას და დიდი ხნის სიცოცხლეს მოგიტანენ. ასეთებია მაგალითად, ბამბუკი, ფიჭვი, ატამი.
    თუ გნებავთ კიდევ უფრო ჯანმრთელი იყოთ? მაშინ შეგიძლიათ ეს მცენარეები დარგოთ ისე რომ დრაკონის ფორმას ქმნიდეს. თავთან უფრო მაღალი ხე შეარჩიეთ, თუნდაც ფიჭვი, შემდეგ უფრო დაბუჩქული ხე, ტანის მიდამოში, ბოლოს კი ბამბუკი დარგეთ, კუდის მიდამოში.
    7. საძინებლის ფენ -შუი თუ გაქვთ მოწესრიგებული?
    მთელს სახლში საძინებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ საწოლი არ უნდა უყურებდეს კარს, არც სარკეში ირეკლებოდეს. საწოლიდან არ უნდა ჩანდეს, აბაზანა, საპირფარეშო, ტელევიზორი და მცენარეები. გაიტანეთ ყველა ის ნივთი რას სამსახურთანაა დაკავშირებული. გაწმინდეთ ზედაპირი მტვრისაგან. ყველაფერი იდეალურად სუფთა უნდა იყოს. გახსოვდეთ, ყოველ ღამე თქვენ აქ იძინებთ, შექმენით ჯანსაღი გარემო.
    8. სახლის გარშემო არის თუ არა ჯანმრთელობის სიმბოლოები?
    ჩინელებს სჯერათ, რომ ცხოველებს და სიმბოლოებს მოაქვთ ჯანმრთელობა და დიდ ხანს სიცოცხლე. ასეთი სიმბოლოებია წეროები, ირმები და ატამი, ასევე ბამბუკი, ატმის ხე. მათი სურათებიც კი გააქტიურებს თქვენს ჯანმრთელობას
    გარდა ამისა თუ სახლში აკვარიუმიან ფანტანი გაქვთ აუცილებელია წყალი ყოველთვის სუფთა გქონდეთ. ჭუჭყიანი წყალი იზიდავს ჯანმრთელობის გაუარესებას, და სასიცოცხლო ძალების დაკარგვას. ასევე ცი ენერგიასაც დაბლოკვას. ეს ყველაფერი თქვენს ფინანსებსაც დააზარალებს. სახლის დასასტუმრო ოთახის აღმოსავლეთ სექტორში მოათავსეთ ჯანმრთელობის სიმბოლოები. რითაც გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობას და სასიცოცხლო ძალებს. 
  • პირად ფენშუისთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საიტის ადმინისტრაციას
  • ავტორი თიკა ქოქაშვილი


(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი