თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


ფენ შუის 8 სასიკეთო სიმბოლო


 

ფენ შუის 8 სასიკეთო სიმბოლო

ლეგენდის მიხედვით, ბუდას ღვთაებებმა მიართვეს 8 სიმბოლო: სწავლების ბორბალი, თეთრი ნიჟარა, მისტიური კვანძი, უკვდავების ნექტარით სავსე ძვირფასი ლარნაკი, ორი ოქროს თევზი, ლოტოსის ყვავილი, გამარჯვების დროშა და ძვირფასი ქოლგა.

ამ სიმბოლოებს წარმატების სიმბოლოებს უწოდებენ და ითვლებიან ყველაზე კარგ და ძლიერ თილისმებად.
თუ ყველა ამ სიმბოლოს ფლობთ, აუცილებლად მოვა სრული წარმატება: სულიერი ჰარმონიიდან - მატერიალურ კეთილდღეობამდე. ასევე შეგიძლიათ ერთ-ერთი მათგანის შეძენა, რომელიც, თქვენი აზრით, უფრო გჭირდებათ.
გაგიჩნდებათ კითხვა თუ როგორ ავირჩიოთ ის წარმატებული საგანი? ყველაზე „წარმატებული საგანი“ უნდა აირჩიოთ თქვენი შინაგანი ხმის მიხედვით. შეხედეთ ამ 8 სიმბოლოს ნახატზე, აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. დიდხანს არ უნდა იფიქროთ, ეს უნდა იყოს ინტუიციური რეაქცია.
სიმბოლო“ოქროს ბორბალი“ ანუ „დრახმას ბორბალი“ არის ნიჭიერების სიმბოლო. სიმშვიდეს და გონების სიბრძნეს გამოხატავს. ის გამოადგება მათ, ვინც ეძებს ისეთ მონათესავე სულს, რომელსაც შეუძლია მისცეს სიბრძნე და ბედნიერება, მოთმინება და ჰარმონია.მისი მოთავსება უკეთესია ბინის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში.
„ოქროს თევზების“ წყვილი - დამოუკიდებლობა, გათავისუფლება, უშიშრობის და სიხარულის, სიმსუბუქის და წარმატების სიმბოლო. თევზების წყვილი უბედური შემთხვევების, ბოროტი განზრახვის, თვალის საწინააღმდეგო დამცავი საშუალებაა. აგრეთვე მოაქვს მატერიალური წარმატებაც. ეს სიმბოლო შეგვიძლია საფულეში ჩავდოთ და დაიცავს მატერიალურ კეთილდღეობას, გვიხსნის უაზრო ხარჯებისაგან და თაღლითებისაგან.
„გამარჯვების დროშა“- აქტიურობის, ენერგიის, ურთიერთობის, სამხედრო აღმატებულების ნიშანია. ტანჯვაზე, სიკვდილსა და უმეცრებაზე გამარჯვებას ნიშნავს. ამ თილისმას მოაქვს წარმატება ბედნიერი შემთხვევის სახით რომლის გამოყენებაც უნდა შეძლოთ. ის იქ უნდა მოათავსოთ სადაც, თქვენი აზრით, უფრო გჭირდებათ წარმატება: სახლში, ოფისში, მანქანაში და ა.შ. ის შეგიძლიათ თავადაც დაამზადოთ - შეკერეთ ლამაზი დროშა, სამი ფერი აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს: ალისფერი, მწვანე და თეთრი.
“დაუსრულებელი ანუ მისტიური კვანძი“-გაწონასწორებულობა, სიბრძნის და შემწყნარებლობის ერთობლიობა, თავდადება და ჰარმონია. მისტიურ კვანძს გამოსახავენ კულონებზე, საიუველირო ნაწარმზე, ტანსაცმელზე ქარგავენ, ხალიჩებს აწნავენ. სადაც არ უნდა გამოიყენოთ ერთნაირად კარგად იმოქმედებს. ამ კვანძს „ბედნიერების ფსკვნილს“ ეძახიან. იზიდავს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლის ენერგიას, იცავს ადამიანებს იმედგაცრუებისაგან და საყვარელ ადამიანთან ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების გარანტიაა.
„ძვირფასი თეთრი ქოლგა“ - ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებისაგან დაცვა, იზიდავს წარმატებას, აღიარებას. ეს არის მეფური განდიდების, სიმდიდრის, ძალაუფლების და სოციალური სტატუსის სიმბოლო. იზიდავს ასევე წარმატების ენერგიას კარიერაში და საერთო აღიარებას იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება წითელი ან ძოწისფერი და იქნება ნამდვილი აბრეშუმისგან დამზადებული. კმისი მოთავსება კარგია შემოსასვლელი კარის დიაგონალზე, რათა წინ აღუდგეს ყოველგვარ ნეგატივს.
„თეთრი ლოტოსი“ - თავშეკავებულობა და სიმპათია, სწავლების სისპეტაკე. ლოტოსი იზრდება ჭუჭყში და იშლება სუფთად ჭაობის ზედაპირზე. ის არის სისუფთავის და სრულყოფილების გამოხატულება. მისი ენერგია იძლევა სიმშვიდეს, დაოკებას, აფერხებს ღალატს. აზრებს მიმართავს კეთილი მიზნებისაკენ. მისი გამოსახულებით ნახატი ან ნივთი მოათავსეთ სასტუმრო ოთახში ან საძინებელში.
„თეთრი ნიჟარა“ რომელიც დახვეულია საათის ისრის მიმართულებით, ასოცირდება მუსიკალურობასთან, რომანტიზმთან, ემოციურობასთან.
რეპუტაციისა და წარმატებისთვის ეს სიმბოლო მოათავსეთ სახლის სამხრეთ ნაწილში, სასიყვარულო ამბების მოსაგვარებლად კი სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
პოზიტივი მოაქვს იმ ნიჟარას, რომელსაც შიგნითა მხარე აქვს ნათელი. კარგი სიმბოლოა მათთვის, ვისი საქმიანობაც მოითხოვს სხვა ადამიანებთან ურთიერთობას და ვისთვისაც სასიკეთოა ცნობადი სახე იყოს.
„ძვირფასი ლარნაკი“ - დახვეწილობა, წინდახედულება, გულუხვობა. სიმბოლოა საიდუმლო განძისა, კეთილდღეობის ნექტარის, ჯანმრთელობის და დიდხანს ცხოვრების. მისგან აღუწერელი დინებით მოედინება ძვირფასეულობა, რომელიც მიეცემა მათ, ვინც ვითარდება სულიერ გზაზე. იცავს სიღარიბისგან და ნაადრევი სიკვდილისაგან. ბროლის ან ფაიფურის ლარნაკი დადებითი ენერგიის წყაროა. თუ ლამაზ ლარნაკს გავავსებთ ძვირფასი ნივთებით, ის მოიზიდავს სიმდიდრეს. ნებისმიერი სასიკეთო სიმბოლო, რომელსაც იქ მოვათავსებთ, გააძლიერებს თავის მოქმედებას. ფიჭვის ტოტს თუ ჩავდებთ, უზრუნველყოფს წყვილის ბედნიერ ცხოვრებას.

თიკა ქოქაშვილი

შემოგვიერთდით ფეისბუქ გვერძე https://www.facebook.com/groups/404093549782105/



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი