თევზები და ფენ შუი
თევზები და ფენ-შუი
თევზები ჩინურ სიმბოლიკებს შორის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ წარმატების და ბარაქის სიმბოლოდ ითვლება . იგი წყლის ელემენტს აძლიერებს, რომელიც ფინანსური სიმდიდრის და ფულის შემოდინებას უწყობს ხელს.
თევზების გამოსახულება ხშირადაა გამოყენებული სხვა და სხვა ხელოვნების ნიმუშებში, ტეკსტილში და ფიგურების სახით. გავრცელებულია სახეობები, როგორიცაა ოქროს თევზი, კოი, დრაგონ თევზი, რომელსაც აროვანას უწოდებენ. ის მილიონერების თევზის სახელწოდებითაცაა ცნობილი. აროვანა უამრავ შეძლებულ ადამიანს ჰყავს.
თუ სახლში ან ოფისში გამოიყენებთ თევზის სიმბოლიკას ან ცოცხალ თევზებს იყოლიებთ აკვარიუმში, ამით წყლის ელემენტს გააქტიურებთ. ავტომატურად მოხდება თქვენი ბარაქის, შემოსავლის გაზრდა, კარიერული წინსვლის პერსპექტივა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობებიც გაგიჩნდებათ. ასე რომ, ვისაც სურს ფენ-შუის გამოყენებით მიიზიდოს ბარაქა და ფინანსები, თევზის სიმბოლიკა აუცილებლად დაეხმარება.
თევზის სიმბოლიკა, როგორც დამცავი
დადგით მათი ფიგურები, ან იყოლიეთ აკვარიუმში, ხშირად შეხედეთ მათ. ეს საუკეთესო დამცავ და წარმატების მოსაზიდ სიმბოლოდ
ითვლება. შეგიძლიათ ატაროთ თევზის სიმბოლიკიანი სამოსი ან სამკაულები.
ფინანსური შემოსავლის გასაზრდელად
გინდათ იყოთ მილიონერი? მაშინ უნდა გამოიყენოთ ,,აროვანა“ ეს თევზი ცნობილია როგორც ,,დრაკონი თევზი“. ის აზიაში ძალიან პოპულარულია, საკმაოდ ძვირად ფასობს, რადგან ითვლება, რომ საუკეთესო ფინანსების შემომტანია. თუ გადაწყვეტთ აროვენა აკვარიუმში იყოლიოთ, ძალიან ფრთხილად იყავით. სწორად შეარჩიეთ აკვარიუმის ზომა, რადგან ძალიან დიდი იზრდება და საკმაოდ სწრაფადაც. აროვენა აგრესიულია, მისი სხვა თევზებთან ერთად ყოფნა არ შეიძლება. უმჯობესია თუ მას ,,გრანულებით“ კვებას მიაჩვევთ და არა ცოცხალი საკვებით. ამით მის კარმას გააუმჯობესებთ. თუ გინდათ აროვანამ კარგი იღბალი და წარმატება მოგიტანოთ იყოლიეთ ის ჩრდილოეთით თქვენს სასტუმრო ოთახში. მხოლოდ ერთი ცალი. აროვენა თქვენს აკვარიუმში, ბარაქის მომტენი გახდება.
სიყვარულში წარმატების მისაღწევად
სიყვარულის მოსაზიდად წყვილი თევზი უნდა გყავდეთ. ისინი განასახიერებენ სასიყვარულო კავშირსა და ერთიანობას. დადგით მათი სიმბოლიკა სამხრეთ - დასავლეთით, სიყვარულის მხარეს და დაიცავით თქვენი სიყვარული და ერთიანობა.
კარიერის გასაძლიერერებლად
კარიერაში წინსვლისათვის ან ბიზნესში ახალი შანსებისა და პერსპექტივებისათვის კარგი იქნება თუ თევზის სიმბოლიკას მოათავსებთ ჩრდილოეთით. ის მოახდენს კარიერის ზონის აქტივაციას და უამრავი ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება თქვენს წინაშე.
7 ვარსკვლავის უარყოფითი ენერგიისაგან თავდასაცავად
თევზები საუკეთესო დამცველია 7 ვარსკვლავის უარყოფითი ენერგიისაგან. მეტალის ენერგია ზიანის მომტანია, თევზებს და ამ კუთხეში მოთავსებულ აკვარიუმს შეუძლია უამრავი ნეგატივი და დანაკარგები აგაცილოთ თავიდან.
გამოიყენეთ თევზების სწორი რაოდენობა
თუ გადაწყვიტავთ აკვარიუმის შეძენას აჯობებს თუ 9 თევზს ჩასვავთ შიგ. საუკეთესო თანაფარდობაა რვა ოქროს თევზი და ერთი შავი. ის ,,ინ“ ენერგიას წარმოადგენს. ოქროს თევზები ააქტიურებენ დადებით ენერგიებს. შავი იზიდავს ნეგატიურ ენერგიას და ანეიტრალებს. თუ გინდათ სასიყვარულო ენერგიები გაზარდოთ, იყოლიეთ ორი ოქროს თევზი ან ორი კოი.
თევზი მოქმედებს, როგორც ნეგატივის შთანთქმელი
ოქროს თევზებთან დაკავშირებით გავრცელებულია არასწორი წარმოდგენა, თითქოს მათ აკვარიუმში არ სჭირდებათ ჟანგბადი. ეს არასწორია, აუცილებელია თქვენს აკვარიუმში ჟანგბადის მუდმივი მიწოდება უზრუნველჰყოთ. თევზების გადაყვანა კი ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს. თუ მიუხედავად იმისა, რომ თქვენს თევზებს კარგად უვლიდით (ეს ეხება სხვა შინაურ ცხოველებსაც) და რომელიმე მათთაგანი უმიზეზოდ მოგიკვდათ, იფიქრეთ რომ მან თქვენი ნეგატივი თავის თავზე აიღო და დაგიცვათ. თევზებს შეუძლიათ თქვენი უარყოფითის წაღება.
თიკა ქოქაშვილი
(0)