თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


ბედნიერების და ფინანსების მედიტაცია


სიკეთის და ფინანსების მომტანი მედიტაცია


საკუთარი თავის შეცნობის გზაზე უამრავი საჭირო ინფორმაცია მოდის ჩვენამდე. ძალიან მინდა ყველაფერი გაგიზიაროთ. ახლა შემოგთავაზებთ ერთ- ერთ რიტუალს, რომელიც თქვენც და ყველა გარშემომყოფს სიკეთეს და ფინანსებს მოუტანს.
1. ოთახში განმარტოვდით. ტელევიზორი აუცილებლად გამორთეთ, ხელი არავინ და არაფერმა არ უნდა შეგიშალოთ.
2. მოდუნდით, რამდენიმეჯერმე ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. დახუჭეთ თვალები.
3. ხელში დაიჭირეთ ყველაზე დიდი კუპიურა, რომელიც მოგეპოვებათ.
4. . წარმოიდგინეთ კოსმოსიდან მომავალი ოქროსფერი სინათლე, რომელიც სახასრარა ჩაკრიდან თქვენს თავში შემოდის და აგრძელებს ქვემოთ გზას.
5. როდესაც სინათლე მიაღწევს გულის ჩაკრას, წარმოიდგინეთ, რომ ის გამოდის თქვენგან და მუხტავს კუპიურას.
6. წარმოიდგინეთ, რომ კუპიურა იწყებს ნათებას. როდესაც მიხვდებით, რომ ის საკმარისად დაიმუხტა, ეცადეთ გონების ძალით ის კოსმოსში, უსასრულობაში გაუშვათ, თითქოს თქვენი ფული ერწყმის სამყაროს.
7. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ყველა მხრიდან თქვენსკენ ფული მოდის და გეყრებათ თავზე უამრავი ფულის ბანკნოტი. მიეცით თავს უფლება ფულისგან წამოსული წვიმა თავზე გეყრებოდეთ. მოგვიანებით კი დაიწყეთ, მათი აკურატულად დალაგება. ეცადეთ ერთმანეთზე დაწყობილმა ბანკნოტებმა არ გადააჭარბოს თქვენს სიმაღლეს.
8. ნელ- ნელა ეცადეთ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან და სამყაროს უმაღლეს ძალებს მადლობა გადაუხადოთ დახმარებისათვის.
9. ფული, რომელიც დამუხტეთ აუცილებლად დაახურდავეთ ან დახარჯეთ 24 საათის მანძილზე. რიტუალის ჩატარებისას მაქსიმალურად ეცადეთ მშვიდად იყოთ და გჯეროდეთ რომ ის მოიტანს მატერიალურ კეთილდღეობას. პირველივე შემოსავლის გაჩენისთანავე მადლობა მოუხადეთ სამყაროს. მოგვიანებით კი რიტუალი შეგიძლიათ ისევ გაიმეოროთ.



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი