თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


დაიკელით წონაში ფენ შუისთან ერთად


დაიკელით წონაში ფენ შიუსთან ერთად.


5 მარტივი წესი რათა მოახდინოთ ენერგიის ჰარმონიზება გახდომისათვის.
უამრავი ადამიანი ებრძვის ჭარბ წონას. ხშირად უშედეგოდ გვინდა მოვიშოროთ დაგროვილი კილოგრამები. დიეტები კი არ მოქმედებს და ჩვენი მოტივაციაც სადღაც ქრება. გამოსავალი არის ირ რომ, სჯობს თქვენი სახლი ,,დასვათ“ დიეტაზე.
თუ უკვე ძალიან დიდი ხანია უშედეგოდ ხართ დიეტაზე და არაფერი გამოგდით, შეცვალეთ სამოქმედო გეგმა. სახლის რეორგანიზებას შეუდექით და ის დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. სხეული თქვენი სულის სახლია, შექმენით ჰარმონია მასში.
ბევრ ადამიანს შეუმჩნევია, რომ როდესაც სახლი დაუსუფთავებიათ თავიც უკეთესად უგრძვნიათ.
ფენ-შუისაც შეუძლია დაგეხმაროთ იმაში რომ თავი უკეთ იგრძნოთ და რაც მთავარია წონაც დაიკლოთ. ჩვენ გარემოზე ვართ დამოკიდებულნი, თუ გარემო დაბინძურებულია, გადავსებულია ათასი ნივთით, ჩვენც თითქოს იგივე გვემართება და ვმძიმდებით. მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ დედამიწაზე არსებული ენერგია დადებითია ან უარყოფითი. ფენ-შუიშიც ორი სახის ენერგიაა ინი და იანი. ინ ენერგია ბნელია, ცივი, პასიური, უარყოფითი ენერგიაა. ხოლო იანი კი პირიქით, დადებითი , თბილი, ნათელი, აქტიური ენერგიაა. ამ ორი ენერგიის დაბალანსებას მივყავართ ჰარმონიამდე, დადებით ფენ- შუიმდე.
თუ დიდი ხანია ცდილობთ წონის დაკლებას, მაგრამ არაფერი გამოგდით, ფენ-შუი დაგეხმარებათ. ზოგ სახლში ძალიან ბევრი ინ ენერგიაა, სამზარეულოში კი შეიძლება ზედმეტი იან ენერგია აღმოჩნდეს. ბალანსის დარღვევას ნეგატიურ შედეგებამდე მივყავართ. თუ ზედმეტად მეტი ყურადღება ეთმობა სამზარეულოს ვიღებთ იან ენერგიის სიჭარბეს სამზარეულოში. ამას მადის ზრდა და შესაბამისად, წონის მატება მოსდევს. თუ სახლში ძალიან ბევრი ნაგავი გროვდება, იმატებს ინ ენერგიაც და სხეულიც შესაბამისად გვპასუხობს. მთავარი და მარტივი წესი, თუ გინდათ დაიკლოთ წონაში თქვენი სამზარეულო უნდა გახადოთ ინ ენერგიიის მატარებელი. ამით დაგეკარგებათ მადა და სამაგიეროდ კი სახლის დანარჩენი ნაწილში გაიზრდება იან ენერგია, ( სახლი გაწმინდეთ ნაგვისაგან და მტვრისაგან. ) მეტაბოლოზმი კი გაიზრდება.
განვიხილავთ რამდენიმე მარტივ წესს თუ როგორ დაიკლოთ წონაში ფენ - შუის დახმარებით.
1. სამზარეულოში არ გამოიყენოთ წითელი და ყვითელი ფერები. ეს ფერები აქტიური, იან ენერგიის მატარებელია, რაც გაგიზრდით შიმშილის გრძნობას. წითელი და ყვითელი ძალიან პოპულარული ფერებია სწრაფი კვების ობიექტებში. სარესტორნო ბიზნესში, ასევე ძალიან ხშირადაა გამოყენებული თეთრიც, ისიც ახდენს მადის სტიმულირებას. სწორედ ამისათვისაა გამოყენებული საჭმლის მოსართმევად, უზარმაზარი, თეთრი თეფშები რესტორნებში.
2. მადის დასაქვეითებლად გამოიყენეთ ინ ენერგია.
ლურჯი და შავი ინ ენერგიის მატარებელი ფერებია, შეგიძლიათ სამზარეულოს დიზაინში აქტიურად გამოიყენოთ ისინი. შეიძინოთ ამ ფერის თეფშები, ჩანგლები, აქსესუარები. მუქი ფერის თეფში დაგეხმარებათ, რომ მალე და მცირე რაოდენობა საჭმლის ულუფით დანაყრდეთ. სცადეთ ლურჯი და შავი(ინ ფერები) სამზარეულოში და საგრძნობლად შეგიმცირდებათ მადა.
3. შემოსასვლელის სახლის კარი არ უნდა შედიოდეს პირდაპირ სამზარეულოში.
უამრავ სახლს აქვს ასეთი შემოსასვლელი, როდესაც აღებთ კარს და პირდაპირ სამზარეულოში შედიხართ. ფენ შუის მიხედვით ეს დაუშვებელია. ამ დროს თქვენი მადა სახლში შემოსვლისთანავე მომენტალურად აქტიურდება. თუ სახლს სხვა კარი აქვს ეცადეთ ის გამოიყენოთ, ამით საკვების დაუოკებელ სურვილს თავიდან აიცილებთ. ერთმა წყვილმა სამზარეულოში შესასვლელი დაფარა. სამზარეულო პირდაპირ უყურებდა იმ ოთახს, სადაც წყვილი ტელევიზორს უყურებდა. მათ თავისდაუნებურად უჩნდებოდათ სურვილი ტელევიზორის ყურებისას საჭმელი ეჭამათ. წყვილმა მარტივი გამოსავალი მოიფიქრეა, ფარდა დაკიდეს, რომელიც სამზარეულოს დანახვას შეუძლებელს ხდიდა.
4. გაზარდეთ სახლის იან ენერგია.
სახლიდან მოაშორეთ ყოველგვარი ნაგავი, მტვერი, ყველაფერი ძველი და გამოუსადეგარი, ყველაფერი რაც თქვენს სახლში, სუფთა ჯანმრთელი ენერგიების შემოდინებას ხელს შეუშლის. ხშირად სახლი ისეთი ნივთებითაა ,,დამძიმებული“, რაც არაფერში გვესაჭიროება. ზედმეტი ნივთების გადაყრა და სახლის გაწმენდა მტვრისაგან დაგვეხმარება რათა ჩვენს დავიფერთხოთ ზედმეტი კილოგრამები.
5. თავიდან მოიშორეთ ძველი ტანსაცმელი.
თუ გვინდა ახალი იმიჯი შევიქმნათ, აუცილებელია მოვიშოროთ ძველი. ამის ყველაზე კარგი საშუალება, ძველი, გამოუსადეგარი ტანისსამოსისაგან თავის დაღწევა და გადაყრაა. თუ ძველ ტანსასცმელს წლობით ვინახავთ, იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ძველ წონაზე გავიყინეთ. თქვენ წარმოიდგინეთ ორი სამი ჯინსის შენახვითაც კი შეიძლება იგივე დაგვემართოს. გადაყარეთ ძველი სამოსი, შიძინეთ თუნდაც ერთი ხელი ახალი და დატკბით, როგორ კარგად გამოიყურებით მასში. ალბათ ხშირად იღებთ რჩევას, ნუ შეიძენ ახალ ტანსაცმელს და სანამ სასურველ წონას არ მიაღწევ. არადა პირიქითაა, რაც უფრო ხშირად შევხედავთ საკუთარ თავს ახალ ტანსაცმელში, მით უფრო მოტივირებული ვიქნებით, რომ კიდევ და კიდევ დავიკლოთ წონაში.
უამრავი ადამიანისთვის დაგროვება ცხოვრების წესად იქცა. ჭამა და საყიდლები კი გასართობად. ხშირად დაგროვება ხდება სწორედ წონის მატების მიზეზი. უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს გარშემო მომხდარ სხვა მოვლენებს, მეტი მოტივიაცია გაგვიჩნდება რათა დავიკლოთ წონაში და ვიყოთ ჰარმონიაში საკუთარ თავთან. ინ - იან ენერგიების გამოყენებით შეგვიძლია გვქონდეს უფრო ჯანმრთელი, სუფთა სახლი და ჩვენი ოცნების სხეული.

ავტორი თიკა ქოქაშვილი



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი