თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


ბამბუკი


ბამბუკი
გააძლიერეთ ფენ -შუი, ჯანმრთელობა და ბარაქა ბამბუკის დახმარებით.

დღეს ნებისმიერ ყვავილების მაღაზიაში წააწყდებით ბედნიერების მოტან ბამბუკს. დიდს თუ პატარას, სხვა და სხვა ზომის და ფორმის ქოთნებში, ნებისმიერი დიზაინით. ბამბუკი არა მარტო გაახალისებს და სიმწვანეს შემოიტანს თქვენს სახლში, არამედ ფენ - შუის მიხედვით, ის ბარაქას და ჯანმრთელობასაც მოგიტანთ,ასევე ანეიტრალებს 7იან ვარსკვლავს.
  დეკორატიული მცენარეა ბამბუკი, თუმცა (sanderiana) - ს ოჯახის წარმომადგენელია და ესაა მისი ნამდვილი სახელი. ცნობილია ,,ბედნიერების მომტანი“ ს სახელწოდებით. ჩინეთში კი წყლის(ელემენტის), მეგობრობის, ფენ-შუის ბამბუკსაც უწოდებენ. ერთი შეხედვით ეს მცენარე ძალიან ჰგავს ბამბუკს(რეალურად ბამბუკი ჭაობში ხარობს და ეს მცენარე არაა ის ბამბუკი რომელიც ყველამ ვიცით) და ამიტომაც შეერქვა ასე. თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენს ბინებსა თუ ოფისებში, ის აუცილებლად მოიტანს ბედნიერებას.
ბამბუკის მოვლა ძალიან ადვილია. პირდაპირი მზის სხივები მას არ უყვარს, დადგით ისე, რომ არ დაეწვას ფოთლები. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ბამბუკის ფესვები მუდმივად წყლით უნდა იყოს დაფარული. წყალი თვეში ერთხელ გამოუცვალეთ. თუ გაქვთ შესაძლებლობა, აჯობებს გამოხდილი წყალი გამოიყენოთ. ყოველ მეორე თვეს წყალში მცირე რაოდენობა სასუქი დაამატეთ. ეს ხელს შეუწყობს მის სწრაფ ზრდას. ფენ - შუიში ბამბუკი მნიშვნელოვანი მცენარეა, ხელს უწყობს დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ბარაქას. ასევე კონკრეტული პიროვნების თვისებების განვითარებასაც უწყობს ხელს. ბამბუკი მთელი წლის მანძილზე მწვანეა, ის ზრდის ჩვენში ოპტიმიზმს, პოზიტიურ განწყობას და ბედნიერების შეგრძნებას გვმატებს. თქვენს სახლსა თუ ოფისში განთავსებული ბამბუკი თავის თავზე აიღებს უარყოფით ენერგიას. ბიზნესში ის მოგიტანთ ზრდას, ბარაქას და თქვენი ბიზნესი დიდ ხანს იქნება სიცოცხლისუნარიანი.
იმის მიხედვით თუ რამდენი ღერო აქვს თქვენს ბამბუკს სხვა და სხვა რამ შეგიძლიათ გააქტიუროთ. სურვილისამებრ აარჩიეთ მათი რაოდენობა.
1 შემოსავალი, ახალი შესაძლებლობები.
2 სიყვარულის, ბედნიერებისათვის, პარტნიორის (ქალის) მოსაზიდად.
3 ჯანმრთელობისათვის, ოჯახური ურთიერთობებისა და ბარაქისათვის.
4 სწავლაში წარმატებების მისაღწევად, სიმდიდრისათვის.
5 ბარაქის, ჯანმრთელობისა და ბედნიერებისათვის.
6 კარგი ბედ- იღბლის მოსაზიდად, ზეციური დახმარებისათვის, პარტნიორის ( კაცის) მოსაზიდად.
8 კარგი ბედ- იღბლის, ბარაქის და კეთილდღეობისათვის.
9 მომავალი სოციალური კეთილდღეობისა და დიდებისთვის.
თქვენს სახლში ბამბუკი მოათავსეთ ბარაქის ან ჯანმრთელობის სექტორებში, აქ ის ყველაზე კარგად დაგეხმარებათ. ასევე დაგეხმარებათ 7,5 და 2 ვარსკვლავის განეიტრალებაში აგარიდებთ ფინანსურ პრობლემებსა და მოგიტანთ ჯანმრთელობას.

ბამბუკი შესანიშნავად იცავს თქვენს ჯანმრთელობას და ბარაქას. დასავლეთით ბამბუკის დადება გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას და მოგიტანთ ბარაქას, ასევე გაგინეიტრალებთ 5 ვარსკვლავს. 5 ვარსკვლავის გასანაიტრალებლად საუკეთესოა ლარნაკი ბამბუკით. მეორე საშიში ენერგია, რომელიც გასანეიტრალებელია არის 3 მკვლელის სექტორი (3killings)  მან შესაძლებელია მოგვიტანოს ფინანსური დანაკარგები, რეპუტაციის დაკარგვა, ჯანმრთელობის ან სიყვარულის.
ორივე ენერგიის გასანეიტრალებლად დიდი ბამბუკის ლარნაკი გამოგვადგება. წყალი გვეხმარება რკინის ენერგიის განეიტრალებაში. სწორედ ასეთი ენერგიით ხასიათდება 3 killings. ბამბუკის ხის ენერგია გვეხმარება 5 ყვითელის განეიტრალებაში. წყალი ეხმარება ოჯახებს, სადაც ბავშვები ჰყავთ, მათთვის ამ ორი ენერგიის განეიტრალება ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან დასავლეთი ბავშვების მხარეა. უფრო მეტი ბარაქის მომსაზიდად დაამატეთ 4 ბამბუკის ჯოხი სამხრეთ-დასავლეთით (ბარაქის სექტორში) .
ბამბუკის ენერგიების გამოყენება შესაძლებელია სიყვარულის მოსაზიდადაც, მოგზაურობების, სწავლისა და წერისთვის. თუ მარტოხელა ხართ, ოთხი ბამბუკი შეცვლის თქვენს მდგომარეობას, სულ მალე თქვენს ცხოვრებაში ახალი და საინტერესო ადამიანი გამოჩნდება. გამოიყენეთ ასევე მოგზაურობის, განათლებისა და ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად. აუცილებლად შეიძინეთ ბამბუკი ყვავილების მაღაზიაში, ის თქვენი საუკეთესო დამცველი გახდება.



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი