თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


ფინანსების მოწესრიგების 6 წესი


6 წესი ფინანსების მოსაწესრიგებლად.


1. გიყვარდეთ ფული და ისინიც იგივეთი გიპასუხებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!! ძუნწობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. ძუნწ ადამიანს არ უყვარს ფული, არამედ უყვარს მათი ფლობის, სურვილი. ფულს კი უყვარს მოძრაობა, მათ უყვართ როცა ხარჯავენ და ყველაზე მთავარია რომ ეს პროცესი სიამოვნებას განიჭებდეთ .

განვითარების ენერგია იქეთ მიემართება , სადაც სიხარული და ცხოვრებით ტკბობაა. რაც უფრო მხიარულები და ბედნიერები ვართ, მით უფრო ვუახლოვდებით ღვთიურ , ნათელ ძალებს.


2. მიიღეთ და დახარჯეთ ფული სიამოვნებით. ნაბიჯ-ნაბიჯ ეცადეთ გააკეთოთ ყველაფერი. ყოველივე დიდი და პატარა ნაბიჯებით იწყება. გადააქციეთ პურის, რძის ყოველდღიური პროდუქტების ყიდვა სიამოვნებად და დღესასწაულად. სალაროში ფულიც ხალისით გადაიხადეთ .
თავი ყოველთვის დაჯერებულად გეჭიროთ, ყოველთვის როდესაც ფული ხელში გიჭირავთ ( არ აქვს მნიშვნელობა ნომინალს). ფულს არასდროს არ მოექცეთ დაუდევრად.

3. დააპროგრამეთ საკუთარი თავი ბედნიერ და უზრუნველყოფილ მომავალზე.
ხანდახან ყველაზე რთული პირველი ნაბიჯების გადადგმაა. ,, თქვენთვის ადვილია სათქმელად, აი მე კი ჩემი პრობლემების პარტრონს....“ ადამიანს არასდროს უნდა აღიარება , რომ ის თვითონ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე.
უფრო მარტივია იცხოვრო ისე როგორც ცხოვრობ ძველებურად ვალებს და უფულობას შეჩვეული. ისეთი ,, კომფორტულია“ ასე ცხოვრება, რომ ამოქმედება და რაიმეს შეცვლა ძალიან რთულია.


4.ახლავე დაიწყეთ საკუთარი თავის დაპროგრამება ახალ ცხოვრებაზე.
შედეგი გაგაოცებთ. ყველაზე საინტერესოა გარკვეული დროის შემდეგ შეხვედრა სკეპტიკოსებთან. ისინი ხედავენ როგორ იცვლება ადამიანთა ცხოვრება, რომლებიც პოზიტიური აზრივნების გზას გაჰყვნენ. მათი დადებითი აზროვნებით შეიცვალა პოზიტიურად მათი მთელი ცხოვრება. სკეპტიკოსების ცხოვრებაში კი როგორც წესი, არაფერი იცვლება.


5. თუ ცვლით თქვენს შეხედულებებს, იცვლება თქვენი ცხოვრების ხარისხი. გააკეთეთ ის რასაც ახალი შეხედულებები გკარნახობთ. არაა აუცილებელი ჯადოქარი იყოთ, ვარსკვლავებიანი ქუდით და ჯადოსნური ჯოხით, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრების მატარებლის მიმართულება.


6.ცვლილებები საკუთარი თავიდან დაიწყეთ.
სცადეთ გაესაუბროთ რომელიმე უიღბლო ადამიანს და ის ძალიან სწრაფად ჩამოგითვლით თავისი უბედურების მიზეზებს. რას არ წააწყდებით ჩამონათვალში, მთვრობას, კარმას, ცუდ მეზობლებს, წარუმატებელ ქორწინებას.....ყველა და ყველაფერია დამნაშავე, ოღონდ თვითონ არა. კარგად დაიმახსოვრეთ სიმდიდრის და ბარაქის მთავარი წესი, ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ დღეს და ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი ცხოვრება , თქვენი შესაძლებლობები შეუზღუდავია. მთავარი მხოლოდ თქვენი გადაწყვეტილებაა!!

ავტორი თიკა ქოქაშვილი



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი