თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


საფულე სადაც მუდმივად არის ფული




საფულე სადაც მუდმივად არის ფული


თუ მკაცრად გაქვთ ბიუჯეტი გაწერილი ეკონომიას აკეთებთ ყველაფერზე და ფული მაინც არ გიჩერდებათ, ყურადღება მიაქციეთ თქვენს საფულეს. შეიძლება თქვენ ფულს არ ინახავთ ისე, როგორც საჭიროა. ვირჩევთ სწორ საფულეს , რომელიც მოგიტანთ ფინანსებს.
როგორი უნდა იყოს საფულე, რომ მან ფინანსები მიიზიდოს? რა თქმა უნდა რესპექტაბელური. რა თქმა უნდა იაფასიანი საფულე ფულს ვერ მიიზიდავს, რადგანაც თვითონ ატარებს სიღარიბის ენერგეტიკას.
თუ თქვენი საფულე 5 ლარი  ღირდა, დამეთანხმეთ ძალიან ძნელია იფიქრო ფინანსების მოზიდვაზე. თუ არ გყოფნით ფული ძვირიან საფულეზე, მაშინ თქვენი არჩევანი საშუალო ფასიანზე შაჩერეთ, მთავარია კარგად გამოიყურებოდეს ასევე იყოს ფუნქციონალური და საშუალებას გაძლევდეთ ფინანსების გაზრდაზე ადვილად იფიქროთ. როგორც კი შეილახება საფულე უმჯობესია გამოცვალოთ . გაფუჭებული, აქერცლილი საფულე თავისდაუნებურად სიღარიბისკენ გიბიძგებთ, ასეთი საფულისაკენ ფული არ წამოვა. ძველი საფულე სად წავიღოთ? რა მოვუხერხოთ? რაც მალე მოვიშორებთ ძველს თავიდან და ახალს შევიძენთ მით უკეთესი. ასევე არ დაგვავიწყდეს რომ ფული დიდ საფულეში თავს უკეთ იგრძნობს. ნებისმიერი, ყველაზე დიდი ბანკნოტიც კი ადვილად და თავისუფლად უნდა ეტეოდეს მასში, არ უნდა იკუჭებოდეს. ყურადღებით იყავით, თუ დიდი ბანკნოტები არ ჩადის და ვერ ეტევა თქვენს საფულეში, ისინი არც არასდროს გექნებათ. ცალკე ადგილი უნდა გქონდეთ ხურდისთვისაც. ამოირჩიეთ კონკრეტული ფერის საფულე. ფენ - შუის თანახმად ფულის ფერებად ითვლება ყავისფერი, ყვითელი , შავი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი. აი წყლის ფერებისა კი გეშინოდეთ, ესენია, ლურჯი, ცისფერი, მწვანე.(მხოლოდ გუათი ატარეთ)ასეთი საფულიდან ფული ადვილად გაგიქრებათ.
შიგნით რა უნდა გვედოს, რომ ფული მოვიზიდოთ? ტრადიციულად საფულეში დებენ სამ ჩინურ მონეტას, რომელიც შეკრულია წითელი ლენტით. კიდევ ერთი რჩევა ფენ - შუისაგან, აუცილებლად იქონიეთ საფულეში ყურძნის მტევნის ნახატი, პიტნის, ან მწვანე ჩაის ფოთოლი. სხვა და სხვა ქვეყანაში თვლიან, რომ ეს მცენარეები აუმჯობესებენ ბარაქას. დიდი ენერგეტიკა აქვს კუპიურას რომელიც არ დახურდავდება. რაც დიდი კუპიურა იქნება, მით უკეთესი. ის შეასრულებს მაგნიტის როლს და მოიზიდავს სხვა ფულს. ასევე ცალკე შეინახეთ 5 თეთრიანი. დანარჩენი ყველაფერი ზედმეტი აჯობებს თუ საფულეში არ იდება. იქნება ეს ახლობლების სურათები, თუ სხვა წვრილანები. თავიდან მოიშორეთ ასევე ძველი ჩეკები და სხვა მსგავსი ქაღალდები. ფული არასდროს იქნება იმ საფულეში სადაც მისი ადგილი აღარაა და სხვა ნივთებს უკავია.
როგორ მივმართოთ საფულეს რომ იქ ფული მუდამ იყოს. აუცილებლად დააკვირდით, რომ სწორად ჩააწყოთ ფული საფულეში და რაც მთავარია თანმიმდევრობით. ჯერ დიდი ბანკნოტები, ხოლო შემდეგ პატარა. ასე გამოხატავთ თქვენ დადებით დამოკიდებულებას ფულისადმი. და ხშირად დათვალეთ ფული. ასე უფრო დისციპლინირებულები იქნებით, და გააკონტროლებთ თქვენს ფინანსებს. საფულე არასდროს დატოვოთ ცარიელი. ყველაფერი ბოლო კაპიკამდე არ დახარჯოთ. ყოველთვის უნდა დაგრჩეთ დაუხარჯავი თუნდაც მცრედი თნხა. არასწორი გზით მოპოვებულ, მოგებულ, ნაპოვნ, ნაჩუქარ ფულს არასდროს მოაქვს ბედნიერება. ამიტომ არასდროს გაიჩეროთ ასეთი ფული. ამ ფულით შეგიძლიათ საჩუქარი უყიდოთ ახლობლებს, მისცეთ მათ ვისაც უფრო სჭირდება, თუნდაც მათხოვრებს ან სასწრაფოდ საქმეში ჩადეთ. აი კეთილსინდისიერად მოპოვებულ ფულს კი გაფრთხილება ესაჭიროება . უნდა გიყვარდეთ ისინი და სათუთად მოეპყრათ. გაასწორეთ სათითაოდ ყველა ბანკნოტი და ისე ჩადეთ საფულეში. ჩეკები და ყველა ფულთან დაკავშირებული დოკუმენტი აუცილებლად შეინახეთ წითელ კონვერტში ან საქაღალდეში. ასეთ შემთხვევაში არასდროს გექნებათ პრობლემა ვალებისა და კრედიტების გადახდის.

ავტორი თიკა ქოქაშვილი



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი