ძის ისტორია
„ძის“ ისტორია-მძივები ზეციდან. მითები და ლეგენდები „გზის“ ანუ „ძის“ წარმოშობაზე.
ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ეს სამკაული 4000 წლის წინანდელი ნახევრად ღმერთების „ბონ პო“ ან „ბონ“ ცივილიზაციის ( ბუდიზმამდე ცივილიზაცია) დროიდან არის შემორჩენილი. ამბობენ რომ ნახევრად ღმერთები მათ როგორც სამკაულს ისე ატარებდნენ, ხოლო დაზიანებისას მიწაზე ყრიდნენ, ამას იმით ხსნიან , რომ მათ კარგ მდგომარეობაში ვერასოდეს პოულობდნენ. მიწაზე დაცემისას კი მწერებად გადაიქცეოდნენ. არის რამოდენიმე ისტორია ამის შესახებ, თითქოს ოდესღაც მძივები „ძი“ იყვნენ მწერები. ცხოვრობდნენ ჭიაყელების მსგავსად მიწაში, მაგრამ ადამიანის ხელის შეხებისას ქვად იქცეოდნენ.
ზოგან მოთხრობილია, თუ როგორ ნახა ერთმა კაცმა ასეთი მწერები მაღლა მთებში, ქუდი დააფარა რათა დაეჭირა, როცა ქუდი აიღო ნახა, რომ მწერი ქვად გადაქცეულიყო. ასეთ მწერ „ძი“-ს ნახულობდნენ რქოსანი ცხოველების განავალში ან დახოცილი ცხოვერების რქებში. თეორიას მწერების შესახებ ხსნიან იმით , რომ „ძი“-ს ხშირად ერთად პოულობენ, ერთგვარი ბუდის ფორმირებას ახდენენ, პოვნის შემდეგ კი, რაღაც დროის განმავლობაში ისინი მოძრაობენ.
ერთ-ერთი ლეგენდის მიხ. „ძი“ წარმიქმნა „რუდოკთან „ ახლოს მთაში. ძველ დროში მის ფერდობზე მოედინებოდა „ძი“-ს მძივები, ერთმა ბოროტმა ქალმა შეხედა მთას და დინება შეწყდა. ამას უკავშირებენ თეთრ და შავ ზოლებს „ძი“-ზე.
არის ეგრეთწოდებული ქალაქური ლეგენდა: ავტოკატასტროფაში „ტაიბეში“ ყველა მგზავრი დაიღუპებოდა , ერთ-ერთ მათგანს მძივი „ძი“ რომ არ ჰქონოდა.
ტოკიოში კი ავიაკატასტროფაში ყველა მგზავრი დაიღუპა ერთის გარდა, მას „ძი 9 თვალი“ ეკეთა.
ტრადიციული მედიცინა ტიბეტში იყენებს ავადმყოფის დაუზიანებელი „ძი“-ს ფხვნილს მძიმე დაავადებების სამკურნალოდ. მას ურევენ სხვა და სხვა ჯადოსნურ ნივთიერებებს , აბებს აკეთებენ და ასმევენ ავადყოფს.
ტიბეტის სხვა და სხვა ადგილებში არსებობს სხვა და სხვა ლეგენდები „ძი“-ს წარმოშობის შესახებ.
1. პლანქტონი ტეტის ზღვიდან.
ტიბეტის ადგილას ძველად ყოფილა ვრცელი ზღვა ცნობილი როგორც „ტეტისი“.
„ძი „კი იყო მიკროსკოპული ორგანიზმები ზღვაში. ისინი გავდნენ მოლუსკებს ხორცისებრი სხეულით, დაცული გარსით. მოგვიანებით გეოლოგიური მოვლენების შედეგად, ზღვის ფსკერიდან ზევით ამოვიდნენ. მოლუსკები დაიღუპნენ, სხეული გახმა, მათი ჯავშანი კი „ძი“-ს მძივებად გადაიქცა.
2. მეტეორები კოსმოსიდან.
მეტეორები ჩამოვარდნის შემდეგ მიწაში ჩაიფლნენ და მძივებად გადაიქცნენ.
3. გველები.
მძივებს შეუძლიათ გველებივით მოძრაობა, შეხებისას კი წყვეტენ მოძრაობას და მძივებად გადაიქცევიან.
4. მწერები რომელთაც მინდვრებში რქოსანი პირუტყვის და ცხვრის განავალში პოულობენ.
„ძი“ მიწიდან გეოლოგიური ცვლილებებისშედეგად ზედაპირზე ამოვიდა, გლეხებმა აკრიფეს ისინი. ტიბეტში არის ადამიანები რომლებიც, სპეციალურად დადიან და ეძებენ მინდვრებში ცხოველთა განავალში „ძი“-ს.
5. გაქვავებული მწერები, ან ჩიტი „ქიანგ“-ის კრისტალიზებული გაქვავებული სხეული.
6. ღვთიური მფრინავი მწერები.
ლამები იყენებენ თავის გრძელ სახელოებს რათა, მოახვედრონ მფრინავ მწერებს და ისინი მძივებად გადაიქცევიან.
7. ასურებს იარაღი.
ასურების სავანე ოკეანის სიღრმეშია. ისინი ყოველთვის მოქმედებდნენ ბუდა „შაკიამუნ“-ის წინააღმდეგ. ამიტომ ისინი არ ითვლებიან არც ღმერთებად, არც მებრძოლი შეხედულების მქონე ღვთიურ თუ ადამიანურ ქმნილებებად. „ძი“ -ს მათ იარაღად თვლიან.
8. ღმერთების ძვირფასი ქვები.
ტიბეტელები თვლიან, რომ „ძი“ ღმერთების ქვებია რომელიც დაზიანების შემდეგ ციდან ჩამოყარეს.
9. „ძი“-ს განძი
ერთმა კაცმა იპოვა განძი „ძი“-ს მძივებით. ზოგიერთი მიცოცავდა თავისი ბუდისაკენ, კაცი მათ დაჭერას შეეცადა მაგრამ, ვერ შეძლო. სოფელში დაბრუნდა , რომ შველა ეთხოვა, როცა დაბრუნდა მხოლოდ რამოდენიმე „ძი“ დახვდა, დანარჩენი ვერ იპოვეს, მათ ბუდიდან გაქცევა შეძლეს.
10. „ძი“ „ნგარის“ დინებიდან.
ლეგენდის მიხ. „რუტონგ ნგარის“ ახლოს მთის ფერდობზე მძივები მოედინებოდა და ბოროტი ქალის ცუდი თვალის შეხედვამ დინება შეაჩერა.
11. ბუდას ვაჯარავახის მაგიური ძღვენი.
ტიბეტში მძიმე ეპიდემია იყო, ადამიანები იტანჯებოდნენ, მათთან „ვაჯრავარახის ბუდა“ მივიდა და ციდან ჯადოსნური „ძი“ ჩამოცვივდა. ვისთვისაც განსაზღვრული იყო მათ მიიღეს მზივები და განიკურნენ.
ტიბეტში „ძი“-ს ხშირად წითელ მარჯანთან, ფირუზთან, სერდოლიკთან, ვერცხლთან და ქარვასთან ერთად ატარებენ. ეს ქვები „ძი“-ს იდეალური თანამგზავრები არიან. ისინი მას მშობლიურ ტიბეტს ახსენებენ. შეგიძლიათ სხვა ქვებთანაც მოსინჯოთ მათი ტარება, რომელიც თქვენ მოგწონთ და თუ თქვენი „ძი „ მათ მიმართ არ იქნებიან გულგრილნი.
„ძი“-ს შენახვა და გამოყენება
„ძი“ უნდა ვატაროთ მაჯის შიგნით, პულსს უნად ეხებოდეს. ასევე, კისრის და მხრების შეერთების ადგილას ან მკერდის შუაში. სართოდ მას იკეთებენ იმ ადგილებში სადაც ჩაკრის ფიზიკური გამოვლინებებია-შუბლი( მესამე თვალი), კისრის და მხრების შეერთების ადგილი(ვიშუდხა), მკერდის შუაში( ანახატა).
„ძი“-ს ტარების წესები:
1. იმდენად ხშირად ატარეთ როგორც შეძლებთ. ეს საშუალებას იძლევა თქვენი სხეულის ენერგია გადაამუშაოს და ურთიერთმოქმედებაში მოიყვანოს თქვენი სხეულის მაგნიტურ ველთან.
2. თუ ბევრი „ძი“ გაქვთ, მათთვის მოსახერხებელ ყუთში რბილი ნაჭერი ჩააფინეთ და იქ შერინახეთ. ზოგჯერ ხელი გადაუსვით, რათა სითბო და სიკაშკაშე( სიპრიალე) დაუმატოთ.
3. როცათქვენ თვითონ ასხავთ „ძი“-ს მძივებს შეეცადეთ არ გაგიტყდეთ.
4. ბანაობისას მოიხსენით და მაგიდაზე ან თავის ყუთში ჩადეთ. მოარიდეთ დასველებას.
5. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ქცევას. თუ ისეთი რამის გაკეთებას აპირებთ, რაც „ძი“-ს უპატივცემულობას გამოხატავს (ალკოჰოლი, ქურდობა, სექსი, ტყუილი დასხვა.) ამ დროისთვის „ძი“ მოიხსენით, თორემ ისინი შეისრუტავენ დაუბალანსებელ, ნეგატიურ ენერგიას.
6. სვა ადამიანებს ნუ მიაკარებთ, თუ რაიმე საპატიო მიზეზი არ არსებობს.
7. როცა რომელიმე სულიერ ღონისძიებაში მონაწილეობთ (ლოცვა, მედიტაციაიოგა და სხვა.) აუცილებლად გაიკეთეთ „ძი“.
8. თუ „ძი“ ავარისას დაზიანდა, უნდა გამოცვალოთ.
9. თუ დაკრძალვაზე, სასაფლაოძე ან გარდაცვლილ ადამიანთან თუ ცხოველთან მოგიწიათ დიდხანს ყოფნა, აუცილებლად გაწმინდეთ „ძი“.
10. გულწრფელად იზრუნეთ მასზე და ეჭვი არ შეგეპაროთ მასში. მაშინ ისინი სიკეთეს მოგიტანენ.
11. ძილის წინ „ძი“ მოიხსენით და შეინახეთ ამაღლებულ, განსაკუთრებულ ადგილას სადაც სხვა სამკაულები არ იქნება. სასურველია საკურთხეველზე, რათა ამით გამოხატოთ მისდამი პატივისცემა.
„ძი“-ს გაწმენდა
1. მოატარეთ „ძი“ ცეცხლზე (სანთლის), ყველა მხრიდან შემოატარეთ სწრაფად, რომ არ გაცხელდეს.
2. მზეზე გააჩერეთ ნახევარი ან მთელი დღით.
3. გააჩერეთ კვამლში, ტრადიციული ტიბეტური, ნეპალური კეთილსურნელების ან საკმეველის.
4. მანტრით გაწმენდა, მაგ: „ომ“ ან „ომ მანი პადმე ხუნგ“, მანტრის წარმოთქმის შემდეგ უნდა შევუბეროთ „ძი“-ს, 10-15 წთ. საკმარისია.
5. 3 საათით მოვათავსოთ ძაან მარილიან წყალში, სასურველია ზღვის მარილიანი.
6. გავრეცხოთ გამდინარე ცივ წყალში 15-30 წთ.
ბოლო ორი მეთოდი უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენოთ, რადგან სიესტე აფუჭებს მათ. ასევე შეგვიძლია ბუდისტურ ტაძარში ბერს ვთხოვოთ დატვირთოს ის. 1-2 თვეში ერთხელ უნდა „ძი“-ს გაწმენდა. თუ იგრძნობთ, რომ კულონი ან სამაჯური დამძიმდა, გაღიზიანებთ ან მოხსნა გინდათ, მაშინვე გაწმინდეთ.
სანამ „ძი’ -ს პირველად გაიკეთებთ მიიტანეთ ის შუბლთან ან ტუჩებთან, უთხარით, რომ გიყვართ და ყოველთვის გეყვარებათ, რომ მუდამ მისი მადლობელი იქნებით. შეეცადეთ რეალურად მისცეთ მას ამ მომენტში სიყვარული და მადლობა. შემდეგ პირდაპირ მძივში ჩაუთქვით ხმამაღლა თქვენი სურვილი, რომელიც თემატურად ეხება ამ „ძი“-ს, უთხარით მადლობა..... და გაიკეთეთ.
(0)