თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


ვედების სიბრძნე ორსულთათვის


                        ვედების სიბრძნე ორსულთათვის

  1. ახლობლების გარდა, არასოდეს არავის უთხრათ ორსულად რომ ხართ!
  2. გიყვარდეთ თქვენს გარშემო მყოფი ბავშვები და თქვენი შვილი მშვიდი იქნება.
  3. არ უსმინო სხვების ლაპარაკს, ყველაფერი თვითონ გადაწყვიტე. თუ გეუბნებიან , რომ სუფთა ჰაერზე უნდა გაისეირნო და შენ სახლში ყოფნა გსურს, დარჩი სახლში.
  4. ისწავლე გიყვარდეს ყველაფერი შენს გარშემო- ყვავილები, ცხოველები, შენი მამაკაცი... ყველაფერი რაც ხდება აღიქვი ცისარტყელას ფერებში, ეს ბავშვს ასწავლის უყვარდეს ყველაფერი თავის გარშემო.
  5. არ იფიქრო, რომ ექიმების სიტყვები შენი ჯანმრთელობის შესახებ ჭეშმარიტებაა. ადამიანები - ადამიანები არიან და მათ თავისი ინტერესები აქვთ. ფრთხილად იყავი არასაჭირო რეცეპტების მიმართ, მიიღე ის რასაც შენი სხეული მიიღებს!
  6. ადამიანები ამბობენ რასაც ფიქრობენ, ორსულები კი არ ეთანხმებიან, რადგან მუცელში ბავშვმა უკეთ იცის რაც სჭირდება. არ აიძულოთ ორსულებს იმის კეთება რაც არ სურთ.
  7. რასაც სხვებისგან გაიგებ ყველაფერს ნუ დაიჯერებ, რადგან ისინი კი არ ატარებენ ბავშვს მუცლით, არამედ შენ ატარებ!
  8. ვინ გიკარნახებს იმაზე უკეთ ვიდრე შენი პატარა, თუ რა სჭირდება მას. თუ ჭამა გინდა- ჭამე, თუ არ გშია - წყალი დალიე, მაგრამ შენი მუცელი ცარიელი არასოდეს დატოვო.
  9. შენი პატარას ძალას შეიგრძნობ , როდესაც ის მოძრაობას დაიწყებს, მაგრამ თუ არ მოძრაობს არ შეგეშინდეს- მას სძინავს.
  10. საჭიროების გარეშე ნუ დატოვებ სახლს, ნუ ივლი დაქალებთან ან სტუმრად! ვინც საჭიროა თვითონ მოვა შენთან, ვინც არა-არც არის საჭირო. ზოგი ადამიანი ხშირად არასაჭირო აზრების, სიტყვების და ზედმეტი ძალის ხარჯვაა, რაც არავისზე არ ღირს. ადამიანები სულით სხვადასხვა არიან, სიტყვები კი ყველას ლამაზი აქვს.
  11. ამ დროს მეუღლისაგან ნუ ელი განსაკუთრებულ სიყვარულს, მან ისედაც უდიდესი ძალა ჩადო შენში და ელოდება გვარის გაგრძელებას შენგან. ყოველ დღე ის ლოცულობს შენზე და ბავშვზე.
  12. ყველა დედას ვუსურვებ პატივისცემით მოეპყრონ მამაკაცს , რომლისგანაც ბავშვს ატარებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაბადებული ბავშვი მასაც ისევე მოექცევა, როგორც ის მას ექცეოდა ორსულობისას.
  13. ნუ გეშინიათ იმის რაც ჯერ არ მომხდარა, სული მხოლოდ სიყვარულით, სიმშვიდით, სიხარულით და ნდობით აივსეთ. ყველაფერი ისე იქნება , როგორც თქვენთვის არის უკეთესი, რაც დაგემართებათ - თქვნი არჩევანია.
  14. ხალხი ამბობს, რომ ორსული ქალი უცნაურია. ორსული ქალი ხომ ორის მაგივრად ფიქრობს და ესმით ის რაც სხვებს არ ესმით. ესმით ბავშვის ძალის, ესმით გვარის მფარველის სიტყვები და იქცევიან ისე, როგორც ისინი ეუბნებიან. ნუ შეეწინააღმდეგებით ორსულ ქალს, გააკეთეთ ისე როგორც მას უნდა, ან ხელს ნუ შეუშლით!
  15. არ უსმინოთ სხვებს! ვინც გეტყვით ბავშვის მოშორებას, მაშინ მან აიღოს პასუხისმგებლობა მის სიკვდილზე. მისი შთამომავლობა აიღებს თავის თავზე მის აზრებს და სიტყვებს. მაგრამ, თუ შენ თვითონ გადაწყვეტ მოიშორო შენში ჩასახული საოცრება, შემდეგ არ იწუწუნო შენს ფუჭ ცხოვრებაზე.
  16. სიყვარულში და სითბოში ატარე შენი ჩვილი! გიყვარდეთ, თუმცა ჯერ ვერ ხედავდეთ მას!
  17. ბავშვის მუცლით მატარებელო დედა, ბავშვები თქვნი და თქვენი მამაკაცის ერთობაა. ყველაფერი გაგახსენებთ იმ დღეს, როცა ჩაისახა ბავშვი, ეს იქნება ამინდი, ბუნება, იმ დღის მოვლენები და ა. შ. ამიტომ,  ჩასახვა უნდა მოხდეს ფხიზელ მდგომარეობაში, კარგ ადგილას და ნათელი აზრებით. დაე, თქვნი მეუღლე ალერსიანი იყოს ამ დღეს და თქვენ მთელი სულით და გულით გიყვარდეთ თქვენი ქმარი.

 https://www.facebook.com/groups/404093549782105/

 

 



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი