თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162
flower icon
ხშირად ნანახი


ბოლოს ნანახი


უარყოფით ემოციებთან ბრძოლის მეთოდები


უარყოფით ემოციებთან ბრძოლის მეთოდები

1. სპორტით დაკავდით. ფიზიკური დატვირთვა ძალიან კარგად გადაგატანინებთ ყურადღებას. ორგანიზმის ტონუსსაც ამაღლებს.
2.გაიღიმეთ, ძალიანაც რომ არ გინდოდეთ მაინც. სარკეში ჩაიხედეთ. რაიმე კარგი გაიხსენეთ. კიდევ შესაძლებელია გააკრათ მთელს სახლში თქვენი ფოტოები, სადაც იღიმით და კარგად გამოიყურებით. რამდენჯერაც თვალში მოგხვდებათ ასეთი ფოტო იმდენჯერ ბედნიერი იქნებით და გაგეღიმებათ.

3. თქვენი უარყოფითი ემოციები გადაიტანეთ ფურცელზე. აიღეთ რვეული და დღის ბოლოს ჩაწერეთ ყველაფერი ის რისი დავიწყებაც გინდათ. შეგიძლიათ აიღოთ ერთი ფურცელი და ჩამოწეროთ ყველანაირი უარყოფითი, შემდეგ კი დახიეთ ფურცელი. ასევე შეგიძლიათ დაწვათ, მაკრატლით დაჭრათ ძალიან წვრილ ნაწილებად. როცა დამთავრდება იგივე შეგიძლიათ გაუკეთოთ რვეულს.
4. ჩართეთ მუსიკა და მიენდეთ მას. იცეკვეთ ისე, რომ არც კი დაფიქრდეთ მოძრაობებზე. შეგიძლიათ თვალებიც დახუჭოთ და თქვენმა სხეულმა იმოძრაოს ისე როგორც უნდა.

5. არომათერაპია. გარშემომყოფი არომატები თქვენზე მორალურად და ფიზიკურად მოქმედებს. ცხადია შეგინიშნავთ , რომ ცუდი სუნი თქვენზე უაროფითად მოქმედებს. თუ აანთებთ არომაზეთების ლამპას მაგ. ფორთოხლის, პიტნის, ლავანდის, მანდარინის, ძალიან დადებითად იმოქმედებს თქვენზე.
6. ჩართეთ ხმამაღლა მუსიკა და იყვირეთ. შეგიძლიათ აარჩიოთ რომელიმე დღე და წახვიდეთ ტყეში, იქ იყვირეთ , მანამ სანამ არ გახდებით უკეთ. მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ.
7. მიიღეთ შხაპი, ეცადეთ ტემპერრატურა იყოს თქვენთვის სასიამოვნო. დაიბანეთ თავი, უკეთესია თუ დამამშვიდებელი ნახარშებით ჩამოიბანთ თავს.
8. ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციაში თავი ხელში აიყვანეთ. რაც ხდება მშვიდად მიიღეთ, არ მისცეთ საკუთარ თავს უფლება რომ უარყოფითმა ემოციებმა თქვენი გონების მართვა შეძლონ.
9. მედიტაციები და სუნთქვითი ვარჯიშები. აუცილებელია განტვირთვა ვისწავლოთ არა მარტო სხეულის არამედ ტანისაც. სუნთქვითი ვარჯიშები დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე და უარყოფითისაგან კი გაგათავისუფლებთ.

10. გაუკეთეთ საკუთარ თავს პატარა საჩუქარი. ეს შეიძლება იყოს პატარა ნივთი რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. თეატრში, კინოში ან ზოოპარკში წასვლა. მოკლეთ რაიმე ისეთი რაზეც საკუთარ თავს ზღუდავდით.

ავტორი თიკა ქოქაშვილი



(0)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში. ლინკი