ჩემს სურვილს ვუშვებ ზეცაში
ჩემს სურვილს ზეცაში ვუშვებ
როდესაც თქვენს სურვილზე ფიქრობთ, მასზე ისაუბრეთ და ის უკვე ამხდარი წარმოიდგინეთ. მედიტაციისას გაამყარეთ ეს წარმოდგენა და გონება სხვა ფიქრებისა თუ აზრებისაგან გაანთავისუფლეთ. თქვენი მიზანი რეალური უნდა იყოს თქვენთვის. მიეჩვიეთ წარმოთქვათ თქვენი ახალი თანამდებობა, წოდება ან განსაზღვრული თანხა, რომელიც გჭირდებათ. გაიხსენეთ როგორ უშვებენ ფერად ბუშტებს და საპნის ბუშტებს ცაში, სწორედ ასეთი განწყობით უნდა გავუშვათ ჩვენი სურვილები სამყაროში.
ამასთან ერთად, სრული ნდობა განიცადეთ თქვენი უხილავი დამხმარეების მიმართ. მოდუნდით , არ დაიძაბოთ, არ დაემსგავსოთ მოუთმენელ ბავშვებს, ენდეთ სამყაროს უდიდეს შემოქმედებით ძალას. იცოდეთ: რაც ხდება, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდაა. თუ, სურვილი ისე არ ხდება როგორც ჩვენ ველოდით, იმედი არ გადაიწუროთ, ადრე თუ გვიან მიიღებთ იმას, რაც გინდოდათ და მეტსაც. უდიდესი შემოქმედებითი ძალა, რომლის ნაწილი ჩვენშიც არის, მონახავს შესაძლებლობას თქვენი გეგმების რეალიზაციისათვის, თქვენთვის საუკეთესო სახით. სასურველია აფიშირება არ გაუკეთოთ თქვენი სურვილების ასრულების სამუშაოს, არ არის საჭირო სხვისი ენერგია ჩაერთოს ამაში. თუ თქვენ, რა თქმა უნდა, გყავთ ისეთი სანდო მეგობარი, რომელიც ინაწილებს თქვენს ოცნებებს, მაშინ სასიკეთოც არის მასთან ამაზე საუბარი. უფრო მეტიც, მსაგვასი საუბრები აძლიერებენ თქვენს იდეას და ენერგიას მატებენ მას. ესაუბრეთ თანამოაზრეებს, რომლებიც გამხნევებენ. მეცნიერების აზრით, თანამოაზრეებთან ურთიერთობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს 6 წლით. არ გაანდოთ თქვენი გეგმები სკეპტიკურად განწყობილ და შურიან ადამიანებს. თავის დროზე ისინი ისედაც გაიგებენ ყველაფერს.
(0)