ძის გამოყენაბა
მძივი „ძის“ გამოყენება და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ.
როგორ გავწმინდოთ და მოვუაროთ მძივებს.
ქვები რისგანაც დამზადებულია ეს მძივები არის დამზადებული ასე თუ ის ისე დაიტვირთნენ ბევრი ენერგიით სანამ თქვენამდე მოაღწევდნენ,მითუმეტეს თუ მანამდე სხვა ადამიანს ეკუთვნოდა. სასურველია გავწმინდოთ ეს ქვები.
ქვების გაწმენდა მზის ენერგიით- მთელი დღის განმავლობაში ქვები დააწყვეთ პირდაპირი მზის სხივების ქვეშ (აუცილებლად გარეთ და არა ფანჯრის შიგნით), უმჯობესია გამთენიისას.
გაწმენდა მთვარის შუქზე- აუცილებლად მზარდ მთვარეზე ან სავსე მთვარეზე დადეთ სამაჯური ან ქვა. ეს პროცესი განსაკუთრებით კარგია გამჭვირვალე ქვებისთვის, როგორიცაა: მთის ბროლი, კვარცი და სხვა.
გამდინარე წყლით გაწმენდა -დავდოთ ნაკეთობა გამდინარე წყლის ქვეშ, იდეაში ეს უნდა იყოს ნაკადული, მდინარე, წყარო... ჩავდოთ რაიმე ბადეში ნაკეთობა და ჩავუშვათ მთელი ღამით წყალში.
ყველაზე ადვილი და მოსახერხებელი პროცესია ჩავდოთ ზღვის მარილიან და კრისტალებიან წყალში ნივთი მთელი ღამით, დილით კი მზის სხივებს მივაფიცხოთ მთელი დღით.
ჭუჭყისაგან გასაწმენდად - ცივ წყალში დავამატოთ შამპუნი და ისე გავწმინდოთ.
შემდეგი ნაბიჯია სამკაულის დატვირთვა ენერგიით , რომ მეტი სარგებელი მივიღოთ. ეს რიტუალი გაწმენდის რიტუალს მოსდევს.
მიიღეთ თქვენთვის სასურველი პოზა, დაიდეთ სამაჯური მარჯვენა ხელის გულზე, სამჯერ ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, დაამშვიდეთ მიმართულება თქვენი აზრებისა, კონცენტრაცია მოახდინეთ სამაჯურზე, წარმოიდგინეთ თუ როგორ ეხვევა სამაჯური ნათელ სხივში, როცა ნათელი სხივი სრულიად დაფარავს მას, ხმამაღლა წარმოთქვით: „ მე ვიყენებ ამ სამაჯურს რათა, შევიზინო უმაღლესი კეთილდღეობა, ის სავსეა მხოლოდ სიყვარულით და სინათლით. „
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: მას შემდეგ რაც თქვენ დატვირთავთ სამაჯურს თქვენი ენერგიით, სასურველია რომ თქვენს გარდა მას არავინ შეეხოს.
როგორ ავირჩიოთ მძივები „ ძი“?
იმის გარდა რომ ეს მძივები მაგიური თვისებებს ფლობენ, ასევე გამოიყენება როგორც სამკაული და შეარჩიეთ სასურველი დიზაინის და თქვენი სტილის მიხედვით, რომ განიჭებდეთ ესთეტიურ სიამოვნებას და განწყობას გიმაღლებდეთ.
(0)