სილამაზე და ფენ შუი
ნატურალური ნიღბები
ყველა ნიღაბი მზადდება სახლში ნატურალური ინგრედიენტებისაგან. ნიღაბი გამოიყენება ხშირი მოხმარებისათვის(მაგ. დღეგამოშვებით) იმიტომ რომ ნატურალურებია. გარდა ამისა აუცილებელიც კია თვალის გარშემო ამ ნიღბების წასმა. უკუჩვენება პრაქტიკულად არ გააჩნიათ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ერთადრეთ შემთხვევაში თუ ხართ ალერგიული.
გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი №1
1 ჩ/კ ქაცვის ზეთი,
1 ჩ/კ გამდნარი ცხიმი,
1−2 წვეთი იოდი,
1 ს/კ თაფლი.
სუფთა ქილაში ჩავაწვეთოთ რამდენიმე წვეთი იოდი , შემდეგ ჩავუმატოთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი და კარგად ავურიოთ. მიღებული მასა მაცივარში შევინახოთ. სახეზე გედოთ 2 საათის მანძილზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ 2-3ჯერ კვირაში. სახე გადაგეჭიმებათ, ელასტიური გახდება, გაგიქრებათ პიგმენტური ლაქები, გაგისწორდებათ ნაოჭები..
სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი 2
- 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი ან გამდნარი ცხიმი
- 2 წვეთი ეთერული ზეთი
- 2 წვეთი Е ვიტამინი.
- მოხმარების წესი იგვეა რაც ზედა შემთხვევაში.
სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი №3
0,5 ჩ/კ კურკუმა( ინდური სუნელი)
1 ჩ/კ გამდნარი ცხიმი
აურიეთ , ხელში გაათბეთ და დაიდეთ სახეზე. გაიჩერეთ 15 – 20 წუთი , მერე ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კურკუმის ფერის ნუ შეგეშინდებათ. რთულია მისი მხოლოდ ტანსაცმლიდან ამორეცხვა სახიდან მარტივად ჩამოდის.
დამარბელი, დამატენიანებელი , მკვებავი ნიღაბი
1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი ან გამდნარი ცხიმი
1 ჩკ თაფლი
მწიკვი კურკუმა
სუფთა სახეზე და დეკოლტეზე დაიდეთ 10-15 წუთით მერე ჩამოიბანეთ.
მზის დამწვრობის მალამო
გამდნარი ცხიმი - საუკეთესო საშუალებაა კანის დასამშვიდებლად. ხახურ რეცეპტებში დამწვრობისას ხშირადაა გამოყენებული კეფირი და არაჟანი. მთავარი აქ სწორედ ცხოველურ ლიპიდებშია, რომლელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ძალიან ახლოსაა ჩვენი უჯრედების კომპონენტებთან. კანი მათ ძალიან კარგად იღებს.ზეთი კი ამ ყველა კომპონენტის კონცენტრატია, ასევე შეიცავს ვიტამინებს A და D ს .
დამწვრობის შემდგომ კანის აღსადგენად უნდა ავიღოთ გამდნარი ცხოველური ცხიმი( მასში შეგვიძლია ჩავამატოთ ნემსიწვერას, კალენდულის ზეთი, ფაჩულის ან ვარდის) და წავისვათ.
ავტორი თიკა ქოქაშვილი
https://www.facebook.com/groups/404093549782105/
(0)