გამარჯობა ჩემო ძვირფასო და საყვარელო მკითხველო მოხარული ვარ, რომ მომეცა უნიკალური შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ვისაუბრო თქვენთან! პირველ რიგში მინდა გამოგიტყდეთ, რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ. მადლობას გიხდით ყველას, რომ არსებობთ.
მინდა ერთი რამ გკითხოთ - შეგინიშნავთ რამდენად შეიცვალა ჩვენი სამყარო? მიგიქცევიათ ყურადღება რამდენად გახშირდა ტელევიზიაში, პრესაში, რადიოში ინფორმაცია ადამიანთა ცხოვრების სულიერი მხარეების შესახებ, ადამიანის აზრის ძალის და სიტყვის ძალის შესახებ? ხვდებით ეს ყველაფერი რატომ ხდება? იმიტომ, რომ ცვლილებების დრო დადგა. ჩვენს დიდებულ ეპოქაში ადამიანთა სულიერი და ენერგეტიკული ძალები მართლაც საგრძნობლად გაიზარდა. ადამიანთა ფიქრები და ზრახვები უფრო სწრაფად და ზუსტად რეალიზდებიან ვიდრე ადრე. სურვილები რამის იმაზე ადრე სრულდბა, ვიდრე მათ ხმამაღლა წარმოთქმას მოვასწრებთ. ყოველ შემთხვევაში ამ ტენდენციას ყველა გრძნობს, ეს ფაქტია. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ასხივებს მაღალი დონის ვიბრაციას და შესაბამისად, მაღლდება ჩვენი საყვარელი და მშვენიერი პლანეტის ვიბრაციაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ჩვენთაგანის ცხოვრება იცვლება და ის იცვლება უკეთესობისკენ. თუ პირადად თქვენ ჯერ არ გამოგიცდიათ ეს ცვლილებები, მაშინ ძალიან მალე თქვენც იგრძნობთ მათ.
ჩვენს დროში ზღაპრები რეალობად იქცევა, ჩვეულებრივი ადამიანები კი ჯადოქრებად გადაიქცევიან. ისინი საოცრებებს ახდენენ და თავიანთ ოცნებებს ცხოვრებაში ახორციელებენ. როგორ ქმნიან ჯადოქრები სასწაულებს? ჯადოქრები თავის შელოცვებს და სურვილებს ხმამაღლა წარმოთქვამენ. ისინი სამყაროს თავიანთ სურვილებს აცნობებენ. ყველა ჯადოქარმა ძალიან კარგად იცის, რომ სიტყვა, რომელიც ფურცელზეა დაწერილი ათასჯერ უფრო ძლიერი შელოცვა ხდება, ხოლო იმ სიტყვის ძალა, რომელიც ოქროშია ჩამოსხმული, განუზომლად იზრდება, ოქრო ხომ პირდაპირ დაკავშირებულია მზესთან. თვით სიტყვა „ოქროს“ წარმოშობაც კი ამაზე მიუთითებს. მას გამათბობელი ზემოქმედება აქვს, თითქოს ოქრო იღებს მზის სითბოს, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზმი ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს. შესაბამისად, ჩვენს შემთხვევაში ოქრო იზიდავს მზის ენერგიას და ამავე დროს გამოასხივებს მას, პირდაპირ მუხტავს თქვენს თილისმას მზის სიცოცხლის ძალით.
ისე, დაფიქრებულხართ ოდესმე რა არის ფენ-შუი? ეს არის მეთოდი ადამიანმა სიმბოლოების მეშვეობით აჩვენოს სამყაროს რა უნდა: ჯანმრთელობა, სიყვარული, სიმდიდრე, იღბალი თუ ბედნიერება. თქვენ შეგიძლია იფიქროთ თქვენს სურვილზე, წარმოთქვათ ის, ან ჩაიწეროთ, მაგრამ მუდმივად ამაზე საუბარი, ფიქრი, ან მათი ჩაწერა ვერ მოხერხდება. აი ულამაზესი სამკაული რომ ატაროთ, რომელიც თქვენს გულითად სურვილს განასახიერებს, ამით უკვე ყოველწამს განუცხადებთ სამყაროს თქვენს სურვილებს და ზრახვებს. რას ვამბობდით სურვილებზე? იმას, რომ ისინი ამჟამად ძალიან სწრაფად მატერიალიზდებიან. არ გაგიკვირდეთ, თუ ფენ-შუის ძვირფასი თილისმების ტარებისას თქვენი სურვილები ძალიან სწრაფად განხორციელდებიან.
მოდით ეხლა მივაქციოთ ყურადღება სურვილის მატერიალიზაციის ხელოვნების კიდევ ერთ ასპეკტს: იმ მომენტში, როცა თქვენ აყალიბებთ თქვენს სურვილს, როგორც წესი თქვენ რაღაცა კონკრეტულს ითხოვთ, რაღაც გარკვეულ ნივთს, სიყვარულს რომელიმე ადამიანის
მხრიდან, სახლს, მანქანას, აგარაკს და ა.შ. და ეს სწორია, კარგია რომ დააკონკრეტო სურვილები, მაგრამ სამყარო ხო უსაზღვროა... მას შეუძლია და უნდა კიდეც, რომ მოგცეთ არა რამე განსაზღვრული, კონკრეტული, არამედ გაჩუქოთ თავად სიჭარბის მდგომარეობა, სრულყოფილი ჯანმრთელობა და უანგარო, უპირობო სიყვარული, აბა ამაზე რას იტყვით? ვფიქრობ, ეს მოგეწონებათ. ძვირფასი სამკაულები ფენ-შუის სტილში სწორედ ამისთვისაა შექმნილი - ისინი საუბრობენ სიყვარულის, სიმდიდრის, ბედნიერების, ჯანმრთელობის პრინციპებზე. მათი ტარებით თქვენ სამყაროს უცხადებთ, რომ მზად ხართ მიიღოთ სიუხვის მდგომარეობა, მზად ხართ მიღებისთვის. აი რა ფორმით განახორციელებს სამყარო სასწაულებს, ამაზე არ იფიქროთ, ეს თქვენი სადარდებელი არ არის. დატკბით ცხოვრების დინებაში ცურვით და თქვენთვის გამოგზავნილი მინიშნებებზე დაკვირვებით. თილისმების ძალაზე და შესაძლებლობებზე უსაზღვროდ შემიძლია საუბარი, ეხლა კი ერთი ბრწყინვალე აღმოჩენა მინდა გაგიზიაროთ.
ვფიქრობ, თქვენთვის ცნობილია იაპონელი მეცნიერის მასარუ ემოტოს კვლევები. მან აღმოაჩინა, რომ სიტყვა მოქმედებს წყლის თვისებებზე. ჩვენთვის ეს აღმოჩენა არცაა, ხომ გახსოვთ როგორ ვმუხტავდით წყალს? მაგრამ მეცნიერმა ეს დოკუმენტალურად დააფიქსირა. მან გამონახა შესაძლებლობა მოეხდინა წყლის კრისტალების ფოტოგრაფირება სიტყვით ზემოქმედებამდე და მის შემდეგ. როგორც აღმოჩნდა ჩვეულებრივი ონკანის წყალი თითქმის ვერ წარმოქმნის სწორ კრისტალებს, მაგრამ თუ მაგალითად ონკანის წყლით სავსე ჭურჭელზე მივაკრავთ ფურცელს, წარწერით „სიყვარული“, ან თუ უბრალოდ ვეტყვით მას ამ სიტყვას, მისი თვისებები მყისვე გაუმჯობესდება და ის წარმოქმნის ულამაზეს კრისტალებს. მაგრამ, თუ წყალს უკეთურ სიტყვას ვეტყვით, მაშინ ის თითქოს კარგავს მშვენიერის და თავად სიცოცხლის წარმოქმნის უნარსაც კი, ეს ყველაფერი სურათებზე აისახება. როგორც იცით ყველანი წყლისგან შევდგებით, ჰაერიც ჩვენს გარშემო წყლითაა გაჟღენთილი, ყველაფერი რაც ჩვენს გარშემოა წყლის ნაწილაკებისგან შედგება - საკვები, სასმელი, კოსმეტიკა, საპონი, შამპუნი, კრემები...
მეცნიერებმა ასევე დააფიქსირეს იმ მოწყობილობების მავნე ზეგავლენა წყალზე, რომლებიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებდნენ. სამწუხაროდ ჩვენ ფაქტიურად ყოველდღიურად გვიწევს ასეთ მოწყობილობებთან კონტაქტი, მაგრამ გამოსავალი არსებობს. როგორც კვლევებმა აჩვენეს, კეთილ სიტყვას ბოლომდე შეუძლია მავნე ზემოქმედების ნეიტრალიზება ისე, თითქოს ეს მავნე ზემოქმედება არც არასოდეს ყოფილიყო. ეხლა კი ერთი რამ გაითავისეთ: ჩვენ ყველანი წყლით სავსე ჭურჭლები ვართ და გარშემოც ყველგან და ყველაფერში წყალია, რომელიც გახსნილია ჰაერშიც და ყველაფერში, რასაც მივირთმევთ და ვსვამთ.
ეხლა ხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია ყოველთვის კარგზე ვიფიქროთ და ყოველთვის კეთილი სიტყვებით ვისაუბროთ? თუმცა ჩვენი აზრების და სიტყვების მუდმივი კონტროლი ფაქტიურად შეუძლებელია. ეხლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენს თილისმაზე არსებული ფენშუის სიმბოლო იმ წარწერას გავს წყლის ჭურჭელზე, რომელზეც სიმბოლურად დაწერილია პოზიტიურ სიტყვები და რომელიც მუდმივად მუხტავს ენერგიით წყლის ჭურჭელს, უფრო სწორად თქვენს სხეულს და იცავს მას მავნე ზემოქმედებისგან. ხოლო თუ წყალს ძალიან დიდახნს ვაჩვენებთ პოზიტიური სიტყვებისაგან შემდგარ ნაწერს, ის უფრო მსხვილ და კაშკაშა კრისტალებს წარმოქმნის. ფენ-შუის თილისმების ტარებით თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა: რამდენ ხანსაც გნებავთ, იმდენ ხანს აჩვენოთ თქვენს შინაგან წყალს ყველა ის პოზიტიური სიტყვები, რომლებიც ჩადებულია თქვენს სამკაულში და შესაბამისად, თქვენი წყალი მუდმივად დამუხტოთ დადებითი ენერგიით. მით უფრო უკეთესი იქნება, თუ ასეთი პოზიტიური სიტყვებით დამუხტული სიმბოლოები რამდენიმე
იქნება. ასეთი სიტყვების ერთობლიობა უფრო მეტად დადებითად იმოქმედებს წყალზე და შესაბამისად, თქვენს ცხოვრებაზეც.
შედეგად რას მივიღებთ ფენ-შუის სტილის ძვირფასი სამკაულის შეძენისას, გარდა წმინდა ესთეტიური სიამოვნებისა? ამით ჩვენ პირდაპირ ვატყობინებთ სამყაროს ჩვენს სურვილებს, ვაჩქარებთ ჩვენი სურვილების ასრულებას, წყალი ჩვენში და ჩვენს გარშემო საგრძნობლად უმჯობესდება, ჰარმონიული ხდება და იმატებს მისი ვიბრაციის დონე, ჩვენ თავს დავიცავთ მავნე ზემოქმედებისას, ჩვენ გამოვიყენებთ ოქროს ძალას და იცით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? ის, რომ ეხლა თქვენ უკვე იცით ამ ყველაფრის შესახებ. შესაძლებელია თქვენ გაუაზრებლად ჩაიდინოთ რაიმე ქმედება, მაგრამ ასევე შეიძლება გააზრებულად განახორციელოთ რაიმე, მისი შედეგების გათვალისწინებით, ასეთი ქმედებების საბოლოო რეზულტატიც რა თქმა უნდა სხვადასხვა იქნება. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი თილისმა, მისი აუცილებლად უნდა გჯეროდეთ და მაშინ თილისმა მოგიტანთ ყველაფერს, რასაც მისგან ელით - ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიმდიდრეს და დიდხანს სიცოცხლეს. ის არამხოლოდ დაგიცავთ უსიამოვნებებისგან, არამედ გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებით, თქვენი ნიჭის და სულიერი თვისებების განვითარებით ის თქვენი ცხოვრების მეგზურიც გახდება. გახსოვდეთ სიმბოლოების საოცარი ზემოქმედების ძალა, გადაეცით თილისმას თქვენი სურვილები და ის თქვენს ცხოვრებას საგრძნობლად შეცვლის, მასში ბევრ სასწაულს შემოიტანს. დიდი სულიერი მასწავლებლები თილისმას გააზრებულ ზრახვებს, სურვილებს უწოდებენ. თუ თვენი ცხოვრების ყოველ წამს გაიაზრებთ, თქვენ შემოქმედად იქცევით და განუსაზღვრელი შესაძლებლობები მოგეცემათ. და ბოლოს, თქვენი ყურადრება მინდა მივაქციო იმას, რომ ყველა თილისმა უძველესი ძალიან ძლიერი სიმბოლოების ზუსტი ანალოგიითაა შექმნილი და დალოცვილია ტიბეტის ლამას ნგავანგ რიგლანომის მიერ.
ყველაფერს საუკეთესოს და ჯადოსნურ წარმატებებს გისურვებთ.
სიყვარულით თქვენი თიკა