თქვენ უკვე გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეიძინოთ ფენ შუის ,,ჯადოსნური დღიური,, 6 ლარადმასში არის უამრავი ეზოთერიული,პოზიტიური ფსიქოლოგიის და ფენ შუის თემები.დაიწყეთ ბედნიერი ცხოვრება შეიძინეთ ჩვენთან დაგვიკავშირდით 551118162
flower icon
most views


last views


Feng Shui biggining


ფენ-შუის ანბანი

აკვარიუმი
აკვარიუმი არის ოკეანის სიმბოლო, სიცოცხლის მბადებელი, და წყალი - ფულის. ჩინეთში მეტად პოპულარული საშუალებაა, თევზებით თასი და აკვარიუმი, რომელიც სახლში იზიდავს ცის და ფულს. აკვარიუმში თევზები კენტი რაოდენობის უნდა იყოს, ყველაზე კარგია 9 ცალი. 8 ოქროსფერი თავზი და ერთი შავი, ნეგატიური ენერგიის აკუმულაციისათვის და მისგან დასაცავად. თუ შავი თევზი დაიღუპა, ე.ი. მან დაგიცვათ, და მას დაუყივნებლივ სხვა უნდა ჩაანაცვლოთ. აკვარიუმში ჩაუშვით ტროპიკული თევზი არავანი, იგი კეთილდღეობის სიბოლოა. გახსოვდეთ, რომ ეს თევზი ყურადღებიან მოვლას და გარკვეულ მაღალ ტემპერატურას საჭიროებს. სახლში, ბინაში, ან ოთახში არავანით აკვარიუმი განათავსეთ სიმდიდრის ზონაში. ძალიან ეფექტურად ასტიმულირებს სიმდიდრის ენერგიას შადრევანი და აკვარიუმი ჟანგბადით, რომელშიც ჰაერის ბუშტუკები მუდმივად ზემოთ ამოდიან. არ დადგათ აკვარიუმი სამზარეულოში, ვინაიდან წყლის სტიქია კონფლიქტში შევა ცეცხლის სტიქიასთან, რომელიც სამზარეულოში მთავარია. საძინებელში ნუ განათავსებთ დიდ აკვარიუმს სწრაფად მოცურავე თევზებით, რადგან ღამე ძილი არ გექნებათ.
საკურთხეველი
საკურთხეველი წყნარ ადგილას განათავსეთ, არავითარ შემთხვევაში არ დადგათ გასასვლელში ან კორიდორში. საკურთხევლის განთავსება რეკომენდირებულია სახლის ან ოთახის სამხრეთ-დასავლეთის სექტორში, იმიტომ, რომ ეს არის ტრიგრამი ციანის მიმართულება, რაც არის ცის, მამის, შთამომავლობის საწყისის სიმბოლო. საკურთხეველი იქონიეთ სუფთად, დროულად მოაშორეთ დამჭკნარი ყვავილები. საკურთხეველზე განათავსეთ სანთლები და საკმეველი, რომ ხაზი გაუსვათ მის განსაკუთრებულ დანიშნულებას. საკურთხეველი არ დადგათ კიბის, აბაზანის ან საპირფარეშოს მოპირდაპირე მხარეს. ღმერთის გამოსახულებები არ დადგათ თვქენი თვალების ქვემოთ, რომ არ უყუროთ ზემოდან ქვემოთ.
ღვთაება
ოჯახის უფროსის კურთხევისათვის გამოიყენეთ საუს ღვთაების გამოსახულება ან ფიგურა. ღმერთი საუ, ან კიდევ როგორც მეორენაირად უწოდებენ შოუ, წარმოადგენს დღეგრძელობის ღმერთს. მას გამოსახავენ, როგორც ხცოვანს დიდი შუბლით, ერთ ხელში მას კვერთხი უპყრია, რომელზეც მიმაგრებულია გოგრა ხუ-ლუ, და მეორე ხელში უჭირავს უკვდავების ნაყოფი - ატამი. ხანდახან მის ახლოს გამოსახვენ წეროებს ან ირმებს, რომელიც უკვდავების სიმბოლოა. ღმერთი საუს ფიგურა უნდა განათავსოთ კედლის გვერდით, თქვენი თვალების სიმაღლის გასწვრივ. გამოიყენეთ ნავზე მოცურავე, რვა უკვდავი ღმერთის გამოსახულება, რომ მოიზიდოთ ბედნიერება და ჯანმრთელობა. ღმერთები ფული, ლუკი და საუ მოგიტანთ კეთილდღეობას, ძალაუფლებას და დღეგრძელობას. ეს არის ბედნიერების სამი მნიშვნელოვანი ასპექტი. ამ ღმერთების ფიგურების განთავსება საჭიროა ამაღლებულ ადგილას.
ლარნაკი
სიტყვა „ლარნაკი“ ჩინურად ჟღერს, როგორც სიტყვა „მშვიდობა“, ამიტომ ის ითვლება კეთილშობილ სიმბოლოდ. სიმდიდრის ლარნაკი როგორც წესი მორთულია ბარაქის სიმბოლოებით, ისეთით, როგორიცაა მაგალითად, დრაკონი, ფენიქსი, ღამურა, ასევე სხვადასხვა ეროგლიფები. არ აქვს მნიშვნელობა რითია დამზადებული ლარნაკი.
წყალი
თუ სახლის წინ განთავსებულია აუზი მოძრავი წყლით, მაშინ ის უნდა დიოდეს სახლში შემოსასვლელის მხარეს, და არა პირიქით. შემოსასვლელი კარები და მისაღები ოთახის უნდა გამოიყურებოდეს სტუმართმოყვარედ, უნდა იყოს სუფთა და მოვლილი, კიბეები, შესასვლელ კარებთან, არ უნდა იყოს გატეხილი. თუ კი ფენ-შუი შესასვლელ კარებთან დარღვეულია, მაშინ მფლობელებს მოუტანს უბედურებას. თუ სახლში სესასვლელი ორიენტირებულია სამხრეთის ნაწილში, მაშინ მას შეესაბამება ცეცხლის სტიქია, და სასურველია, რომ კარების ორნამენტებში გამოსახაული იყოს „ცეცხლის“ ფორმები - სამკუთხედები. ცეცხლის ფერი - წითელია, ამიტომ ყველაზე კარგია შემოსასვლელი შეღებოთ ამ ფერის ელფერით. თუ სახლში შესასვლელი განთავსებულია ჩრდილოეთით, მაშინ მას შეესაბამება წყლის სტიქია, და კარების დეკორის ელემენტები უნდა იყოს ტალღისებური ფორმების. წყლის ფერი - არის შავი და ლურჯი. თუ სალხში შესასვლელი მიმართულია დასავლეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით, მაშინ მასთან დაკავშირებულია ხის სტიქია. მისი ფერი - არის მწვანე, ლურჯი და ვარდისფერი. თავად კარები ან ელემენტები უნდა იყოს ვერტიკალურად ორიენტირებული ოთხკუთხედების ფორმებით.
თუ სახლში შესასვლელი მომართულია სამხრეთ-დასავლეთით ან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მაშინ მას შეესაბამება მიწის სტიქია, და დეკორის ელემენტები უნდა იყოს კვადრატული ფორმის ან ოთხსკუთხედები (ჰორიზონტალურად ორიენტირებული). მიწის სტიქიის ფერი - არის ყავისფერი, ყვითელი და ფორთოხლისფერი. თუ დასავლეთითაა ან ჩრდილო-დასავლეთით სახლში შესასვლელი კარები, მაშინ მას შეესაბამება რკინის ტიქია. ფერი - თეთრი, ნაცრისფერი ან შავი. დეკორის ელემენტები უნდა იყოს მრგვალი, ოვალური ან ტალღოვანი. თუ შესასვლელი კარები განთავსებულია ფასადის მარჯვენა მხარეს, დრაკონის სიმბოლურ მხარეს, მაშინ სახლში შეიძლება შედიოდეს დიდი იანური ენერგია, და მამაკაცები თავს გრძნობდნენ თავდაჯერებულად. თუ შესასვლელი კარები განთავსებულია ფასადის მარცხენა მხარეს, ვეფხვის მხარეს, მაშინ სახლში ხვდება მეტი ინური ენერგია, რაც ქალებისთვის კეთილგანწყობილია. არასასურველად ითვლება სიტუაცია, როდესაც სახლში შესასვლელი კარების მოპირდაპირე მხარეს არის სააბაზანო ან საპირფარეშო.
სახლში შესასვლელის პირდაპირ და ახლოს არ უნდა იყოს ჩამკეტი ნივთები, მაგალითად, ხეები ან სვეტები. არასასურველად ითვლება სიტუაცია, როდესაც შესასვლელი კარების მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია ავტომობილების გასაჩერებელი ადგილი. არახელსაყრელი სიტუაციაა, როდესაც ადამიანი ბინაში შესვლისას კედელს ეჩეხება. კედელი დაბრკოლება ხდება ცის გზაზე, და ადამიანისთვის არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ გზაზეც. ამან ასეთ სახლში მცხოვრებლებისთვის შეიძლება წარუმატებლობა მიიზიდოს, ასევე ჯანმრთელობასთან, კეთილდღეობასა და კარიერსთან დაკავშირებული პრობლემები. რომ გამოსწორდეს ეს ხარვეზი, კედელზე სარკე ჩამოკიდეთ - და შესასვლელის სივრცე საგრძნობლად გაფართოვდება. ერთისმხრივ ეს საკმაოდ ნატიფი მომენტია, იმიტომ რომ სარკის შერჩევა უნდა მოხდეს გარკვეული ზომის და უნდა ჩამოიკიდეოს იგი ისე, რომ შესასვლელში ცი არ უნდა ირეკლებოდეს უკან, არამედ უნდა შეედინებოდეს ბინაში. არ განათავსოთ შესასვლელი კარები „საიდუმლო ისრების“ (გზაჯვარედინი- მთ.შენიშვნა) გასწვრივ, რომელიც პირდაპირ გზაზე იკვეთება.



(0)

to add a comment please log in link